Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
პენიტენციური კოდექსი article 110 ბრალდებულის/მსჯავრდებულის საცხოვრებელი პირობები. 1. ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის გამოყოფილი საცხოვრებელი უნდა შეესაბამებოდეს მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილ სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს და უნდა უზრუნველყოფდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯანმრთელობის შენარჩუნებას. 2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის საცხოვრებელი ფართობის ნორმა ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებასა და პატიმრობის დაწესებულებაში/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში არ უნდა იყოს 4 კვ. მ-ზე ნაკლები. 3. ბრალდებულის/მსჯავრდებულის საცხოვრებელს უნდა ჰქონდეს ფანჯარა, რომელიც უზრუნველყოფს ბუნებრივ განათებას. ბრალდებული/მსჯავრდებული უზრუნველყოფილი უნდა იყოს გათბობით. ბრალდებულის/მსჯავრდებულის საცხოვრებელი უზრუნველყოფილი უნდა იყოს აგრეთვე ბუნებრივი ან/და ხელოვნური ვენტილაციით. 4. ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რომელიც არის ორსული ქალი, მეძუძური დედა, ავადმყოფი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ან ხანდაზმული (ქალი – 60 წლიდან, მამაკაცი – 65 წლიდან), უნდა ჰქონდეს მისი სპეციფიკური საჭიროებების შესაბამისი საყოფაცხოვრებო პირობები. |
პენიტენციური კოდექსი article 110 5. პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულს/მსჯავრდებულს გონივრულ ფარგლებში უქმნის ღირსეულ საცხოვრებელ პირობებს, რომლებიც უნდა მიესადაგებოდეს პენიტენციური დაწესებულების ინფრასტრუქტურას და საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს ამ დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სარგებლობაში/საკუთრებაში არსებული, ნებადართული საყოფაცხოვრებო ნივთებისა და ტექნიკის ჩამონათვალი განისაზღვრება პენიტენციური დაწესებულების დებულებით. |