Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 5
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ article 28 საარჩევნო კომისიის წევრის/ხელმძღვანელი პირის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა. 1. უსკოს თავმჯდომარეს/წევრს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება უმაღლესი საბჭოს დადგენილებით (გარდა ამ კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პარტიების მიერ დანიშნული წევრებისა და ამ მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა), ხოლო საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს – ზემდგომი საარჩევნო კომისიის განკარგულებით (გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტითა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-13 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა): ა) თუ საარჩევნო კომისიის წევრმა არჩევის შემთხვევაში 7 დღის ვადაში არ შეწყვიტა საარჩევნო კომისიის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობა ან/და სამსახური; ბ) თუ საარჩევნო კომისიის წევრმა დაიკავა ამ კანონით განსაზღვრული, საარჩევნო კომისიის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობა; გ) თუ გამოვლინდა საარჩევნო კომისიის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობის ფაქტი; დ) თუ გამოვლინდა, რომ არასწორია საკონკურსოდ წარდგენილ დოკუმენტაციაში მითითებული მონაცემები – ამ ფაქტის გამოვლენის დღიდან; ე) არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 2 თვის განმავლობაში უსკოს ან საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის/წევრის უფლებამოსილების შეუსრულებლობის ან უსკოს ან საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომის ზედიზედ 3-ჯერ გაცდენის შემთხვევაში; |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ article 28 ვ) თუ არსებობს სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან თუ საარჩევნო კომისიის წევრის მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა დაადასტურა სასამართლომ – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში; ზ) საარჩევნო კომისიის წევრის დამნიშვნელი პარტიის მიერ ამ კანონით დადგენილი წესით მისი გამოწვევისას – გამოწვევის შესახებ განცხადების წარდგენის შემთხვევაში; თ) თუ გაუქმდა საარჩევნო კომისიის წევრის, როგორც ამომრჩევლის, სტატუსი; ი) საარჩევნო კანონმდებლობის, საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტის სისტემატურად ან უხეშად დარღვევისას, ან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა, შესაბამისი საფუძვლის არსებობისას. 11. კომისიის წევრს იმავე ან სხვა საარჩევნო კომისიის წევრად არჩევის/ დანიშვნის შემთხვევაში უფლებამოსილება ვადამდე უწყდება არჩევის/დანიშვნის შესახებ სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან, რასაც შესაბამისი საარჩევნო კომისია ცნობად იღებს და აფორმებს საარჩევნო კომისიის სხდომის საოქმო ჩანაწერით. 12. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საარჩევნო კომისიის არჩეულ/დანიშნულ წევრს უფლებამოსილება უწყდება სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის/გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისთანავე. |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ article 28 2. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, კომისიის მდივნის, არჩეული უსკოს წევრის თანამდებობიდან გადადგომისას: ა) უსკოს თავმჯდომარის/არჩეული უსკოს წევრის გადადგომის თაობაზე განცხადება წარედგინება უმაღლეს საბჭოს; ბ) უსკოს თავმჯდომარის მოადგილის, უსკოს მდივნის გადადგომის თაობაზე განცხადება წარედგინება უსკოს; გ) საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, კომისიის მდივნის გადადგომის თაობაზე განცხადება წარედგინება შესაბამის საარჩევნო კომისიას. 2-1. უსკოს თავმჯდომარის/არჩეული უსკოს წევრის მიერ უმაღლესი საბჭოსთვის გადადგომის თაობაზე განცხადების წარდგენის შემთხვევაში უსკოს თავმჯდომარის/უსკოს არჩეული წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტად ითვლება ამ განცხადების რეგისტრაციის მომდევნო დღე. 3. უსკოს თავმჯდომარის მოადგილე, უსკოს მდივანი, საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის მდივანი თანამდებობიდან ვადამდე თავისუფლდება შესაბამისი საარჩევნო კომისიის განკარგულებით. |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ article 28 4. არჩეული უსკოს წევრის გარდაცვალების შემთხვევაში უმაღლესი საბჭო ცნობად იღებს აღნიშნულ ფაქტს, რაც ფორმდება უმაღლესი საბჭოს სხდომის საოქმო ჩანაწერით, ხოლო არჩეული საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში უსკო ცნობად იღებს აღნიშნულ ფაქტს, რაც ფორმდება უსკოს სხდომის საოქმო ჩანაწერით. 5. ერთი და იმავე საფუძვლით უსკოს თავმჯდომარის/ თავმჯდომარის მოადგილის/მდივნის თანამდებობიდან გადაყენების, აგრეთვე უსკოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის 6 თვის განმავლობაში ზედიზედ ორჯერ დაყენება აკრძალულია. 6. პარტიების მიერ საარჩევნო კომისიებში დანიშნულ წევრებს ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-13 მუხლისა) გათვალისწინებულ შემთხვევებში უფლებამოსილება ვადამდე უწყდებათ სასამართლოს გადაწყვეტილებით. |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ article 28 7. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ერთ-ერთი საფუძვლის არსებობისას საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის/თავმჯდომარის მოადგილის/კომისიის მდივნის გადადგომის, საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავს და წყვეტს უმაღლესი საბჭო 15 დღის ვადაში ან უფლებამოსილი საარჩევნო კომისია 5 დღის ვადაში. გადაწყვეტილება მიიღება იმავე წესით, როგორითაც მოხდა მათი არჩევა. 8. თუ გადადგომის/უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე განცხადება ამ მუხლით დადგენილ ვადაში არ დაკმაყოფილდა, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე/თავმჯდომარის მოადგილე/კომისიის მდივანი თანამდებობიდან გადამდგარად ჩაითვლება, საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილება შეწყვეტილად ჩაითვლება ავტომატურად, ამ ვადის გასვლის მომდევნო დღიდან. 9. აკრძალულია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის გამოწვევა კენჭისყრის დღემდე ბოლო 20 დღის განმავლობაში, კენჭისყრის დღეს და კენჭისყრის დღის მომდევნო დღეს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის 24 ივლისის კანონი №124-უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 30.07.2020წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2024 წლის 19 ივლისის კანონი №96-რს - ვებგვერდი, 19.07.2024წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის 17 ივლისის კანონი №39-რ.ს. - ვებგვერდი, 18.07.2025წ. |