FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

მეწარმეთა შესახებ

article  64

გარდაქმნის რეგისტრაცია.
1. გარდაქმნის რეგისტრაციის უზრუნველსაყოფად ხელმძღვანელმა ორგანომ მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა წარუდგინოს განცხადება სამეწარმეო საზოგადოების გარდაქმნის შესახებ.
2. სამეწარმეო საზოგადოების გარდაქმნის შესახებ განცხადებას ხელს უნდა აწერდნენ უფლებამოსილი პირები.
3. სამეწარმეო საზოგადოების გარდაქმნის შესახებ განცხადებას უნდა ერთოდეს შემდეგი დოკუმენტები:
    ა) სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორთა გადაწყვეტილება გარდაქმნის შესახებ;
    ბ) ამ კანონის 61-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორთა გადაწყვეტილებისთვის დართული დოკუმენტები;
    გ) მონაცემები პარტნიორთა ვინაობისა და გარდაქმნილ სამეწარმეო საზოგადოებაში (გარდა კოოპერატივისა და სააქციო საზოგადოებისა) მათი წილების შესახებ.
4. სამეწარმეო საზოგადოებამ სამეწარმეო საზოგადოების გარდაქმნის შესახებ   განცხადებასთან   ერთად   უნდა   წარადგინოს   ყველა   სხვა დოკუმენტი და მონაცემი, რომლებიც საჭიროა ახალი სამართლებრივი ფორმის სამეწარმეო საზოგადოების დაფუძნებისთვის.
5. გარდაქმნა ძალაში შედის მისი რეგისტრაციის მომენტიდან. გარდაქმნის რეგისტრაციის შემდეგ გარდაქმნის შესახებ სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორთა გადაწყვეტილების ბათილობაზე მითითება დაუშვებელია.
მეწარმეთა შესახებ

article  64

6. სამეწარმეო საზოგადოების გარდაქმნის რეგისტრაციის შესახებ განცხადება მარეგისტრირებელ ორგანოს შეიძლება წარედგინოს გარდაქმნის შესახებ სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორთა გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან 1 თვის შემდეგ. ამ ვადის დაცვა სავალდებულო არ არის, თუ ყველა პარტნიორი წერილობით უარს განაცხადებს გასაჩივრების უფლების გამოყენებაზე, რაც უნდა დამოწმდეს ამ კანონით წესდებაზე ხელმოწერის დამოწმებისთვის დადგენილი წესით. კრედიტორთა უფლებები განისაზღვრება ამ კანონის 74-ე მუხლით.
7. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა წარედგინოს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს თანხმობა.