Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
პოლიციის შესახებ article 27 ავტომატური ფოტოტექნიკის (რადარის) და ვიდეოტექნიკის გამოყენება. 1. პოლიცია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით ფორმის ტანსაცმელზე, სატრანსპორტო საშუალებაზე, გზაზე, შენობის გარე პერიმეტრზე, საქართველოს სასაზღვრო ზონაში, საქართველოს სასაზღვრო ზოლსა და საქართველოს საზღვაო სივრცეში დაამონტაჟოს/განათავსოს და გამოიყენოს ფოტოვიდეოტექნიკა/აღჭურვილობა ან მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ტექნიკური აღჭურვილობა, აგრეთვე გამოიყენოს სხვის მფლობელობაში არსებული დამონტაჟებული ავტომატური ფოტო- და ვიდეოტექნიკა, კერძოდ: ა) დანაშაულის პრევენციის, აგრეთვე პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და არასრულწლოვანის მავნე ზეგავლენისგან დაცვის მიზნით; ბ) საგზაო მოძრაობის წესების დაცვის უზრუნველსაყოფად; გ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის, აგრეთვე სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევის პრევენციის, გამოვლენის, აღკვეთისა და პირის უსაფრთხოების დაცვის უზრუნველსაყოფად; დ) სასაზღვრო გამტარ პუნქტში პირისა და ქონებისთვის შექმნილი საფრთხის დროულად გამოვლენის მიზნით. |
პოლიციის შესახებ article 27 11. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება იმ შენობა-ნაგებობათა ჩამონათვალი, რომელთა გარე პერიმეტრზე სავალდებულოა ავტომატური ფოტო- ან/და ვიდეოტექნიკის დამონტაჟება/განთავსება, აგრეთვე აღნიშნული ავტომატური ფოტო- და ვიდეოტექნიკის ტექნიკური მახასიათებლები და ექსპლუატაციის წესი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში დამონტაჟებული/განთავსებული ავტომატური ფოტოტექნიკის (რადარის) და ვიდეოტექნიკის შესახებ ინფორმაცია მითითებული უნდა იყოს თვალსაჩინო ადგილას, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. |
პოლიციის შესახებ article 27 3. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის დასაბუთებული ბრძანებით განსაზღვრულ შეზღუდული რაოდენობის საგზაო მონაკვეთზე პოლიცია უფლებამოსილია თავის სარგებლობაში არსებულ შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნების არმქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დაამონტაჟოს/განათავსოს ფოტო- და ვიდეოტექნიკა და არასტაციონარული (მოძრავი) სიჩქარის მზომი ხელსაწყო. ამ შემთხვევაში ფოტოტექნიკის (რადარის) და ვიდეოტექნიკის შესაძლო გამოყენების შესახებ ინფორმაცია მიეთითება შესაბამისი საგზაო მონაკვეთის შესასვლელსა (შესასვლელებსა) და გამოსასვლელში (გამოსასვლელებში). პოლიციის შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნების მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალების მიერ ავტომატური ფოტოტექნიკის (რადარის) და ვიდეოტექნიკის გამოყენებისას საგზაო მონაკვეთზე ინფორმაციის მითითება საჭირო არ არის. |
პოლიციის შესახებ article 27 4. პოლიციის სარგებლობაში არსებულ შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნების არმქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებული/ განთავსებული ავტომატური ფოტო- და ვიდეოტექნიკის, აგრეთვე არასტაციონარული (მოძრავი) სიჩქარის მზომი ხელსაწყოს გამოყენება (უშუალოდ გადაღება) დასაშვებია მხოლოდ ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ საგზაო მონაკვეთზე. პოლიციის სარგებლობაში არსებულ შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნების არმქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებული/განთავსებული ავტომატური ფოტო- და ვიდეოტექნიკის, აგრეთვე არასტაციონარული (მოძრავი) სიჩქარის მზომი ხელსაწყოს გამოყენების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია უნდა განადგურდეს მისი მოპოვებიდან არაუგვიანეს 24 საათისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოპოვებული ინფორმაცია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრულ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას ასახავს და მისი დაარქივება ხდება სამართალწარმოების განხორციელების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. თუ მოპოვებული ინფორმაცია დანაშაულის შესახებ მონაცემებს შეიცავს, ინფორმაციის ამოღება ხდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. 5. პოლიციის სარგებლობაში არსებულ შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნების არმქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ავტომატური ფოტო- და ვიდეოტექნიკის და არასტაციონარული (მოძრავი) სიჩქარის მზომი ხელსაწყოს განთავსებისა და გამოყენების საკითხები, აგრეთვე მონაცემთა დამუშავების საკითხები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. |