FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 7

საქართველოს საბაჟო კოდექსი

article  199

კატასტროფის ან სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული პირის დასახმარებლად საქონლის შემოტანა.
1. ამ მუხლის გათვალისწინებით იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდება სახელმწიფო ორგანოს, საქველმოქმედო ორგანიზაციის მიერ შემოტანილი საქონელი, რომელიც განკუთვნილია:
    ა) კატასტროფის ან სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული პირისთვის უსასყიდლოდ გადასაცემად;
    ბ) კატასტროფის ან სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული პირისთვის უსასყიდლოდ დროებით სარგებლობაში გადასაცემად, თუ სარგებლობის პერიოდში საქონელი სახელმწიფოს ან საქველმოქმედო ორგანიზაციის საკუთრებაში რჩება.
2. კატასტროფის ან სტიქიური უბედურების დროს დახმარების გაწევის უზრუნველმყოფი სამსახურის მიერ თავისუფალ მიმოქცევაში გასაშვებად შემოტანილ, მისივე ღონისძიებების განსახორციელებლად საჭირო საქონელზე ვრცელდება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი იმავე ნაწილით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი არ ვრცელდება კატასტროფის ან სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული ტერიტორიის აღდგენისთვის განკუთვნილ მასალაზე ან/და აღჭურვილობაზე.
4. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შეღავათი ამავე მუხლით გათვალისწინებულ საქონელზე ვრცელდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად.
საქართველოს საბაჟო კოდექსი

article  199

5. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება იმ საქველმოქმედო ორგანიზაციაზე, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს.
6. დაუშვებელია შეღავათით მოსარგებლე ორგანიზაციის მიერ საბაჟო ორგანოსთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საქონლის ამავე მუხლით გათვალისწინებულისგან განსხვავებული პირობებით უზრუნველყოფის საგნად გამოყენება, გაქირავება, სხვა პირისთვის თხოვება ან ნებისმიერი ფორმით სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემა.
საქართველოს საბაჟო კოდექსი

article  199

7. თუ ხდება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საქონლის უზრუნველყოფის საგნად გამოყენება, გაქირავება, თხოვება ან ნებისმიერი ფორმით სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემა ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათით მოსარგებლე ორგანიზაციისთვის, ეს შეღავათი ძალაში რჩება, თუ მიმღები ორგანიზაცია ამ საქონელს იმ მიზნით იყენებს, რომელიც აღნიშნული შეღავათით სარგებლობის უფლებას იძლევა. სხვა შემთხვევაში ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საქონლის უზრუნველყოფის საგნად გამოყენება, გაქირავება, სხვა პირისთვის თხოვება ან ნებისმიერი ფორმით სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემა ხდება ამ საქონელზე შესაბამისი იმპორტის გადასახადის იმ განაკვეთით გადახდის შემდეგ, რომელიც მოქმედებს აღნიშნული საქონლის უზრუნველყოფის საგნად გამოყენების, გაქირავების, სხვა პირისთვის თხოვების ან ნებისმიერი ფორმით სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემის მომენტში, საქონლის სახეობიდან და იმავე მომენტისთვის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო ღირებულებიდან გამომდინარე. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საქონლის უზრუნველყოფის საგნად გამოყენების, გაქირავების, სხვა პირისთვის თხოვების ან ნებისმიერი ფორმით სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემის მომენტის დადგენა შეუძლებელია, კუთვნილი იმპორტის გადასახადის გაანგარიშებისას გამოიყენება აღნიშნული საქონლის დეკლარირების დღისთვის მოქმედი განაკვეთი.
საქართველოს საბაჟო კოდექსი

article  199

8. დაუშვებელია საბაჟო ორგანოსთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული იმ საქონლის უზრუნველყოფის საგნად გამოყენება, გაქირავება, სხვა პირისთვის თხოვება ან ნებისმიერი ფორმით სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემა, რომელსაც კატასტროფის ან სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული პირი აღარ იყენებს.
საქართველოს საბაჟო კოდექსი

article  199

9. თუ ხდება ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული საქონლის უზრუნველყოფის საგნად გამოყენება, გაქირავება, თხოვება ან ნებისმიერი ფორმით სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემა ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათით მოსარგებლე ორგანიზაციისთვის ან, საჭიროების შემთხვევაში, ამ კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით მოსარგებლე ორგანიზაციისთვის, ეს შეღავათი ძალაში რჩება, თუ მიმღები ორგანიზაცია ამ საქონელს იმ მიზნით იყენებს, რომელიც აღნიშნული შეღავათით სარგებლობის უფლებას იძლევა. სხვა შემთხვევაში ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული საქონლის უზრუნველყოფის საგნად გამოყენება, გაქირავება, სხვა პირისთვის თხოვება ან ნებისმიერი ფორმით სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემა ხდება ამ საქონელზე შესაბამისი იმპორტის გადასახადის იმ განაკვეთით გადახდის შემდეგ, რომელიც მოქმედებს აღნიშნული საქონლის უზრუნველყოფის საგნად გამოყენების, გაქირავების, სხვა პირისთვის თხოვების ან ნებისმიერი ფორმით სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემის მომენტში, საქონლის სახეობიდან და იმავე მომენტისთვის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო ღირებულებიდან გამომდინარე. თუ ამ მუხლისმე-8 ნაწილით გათვალისწინებული საქონლის უზრუნველყოფის საგნად გამოყენების, გაქირავების, სხვა პირისთვის თხოვების ან ნებისმიერი ფორმით სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემის მომენტის დადგენა შეუძლებელია, კუთვნილი იმპორტის გადასახადის გაანგარიშებისას გამოიყენება აღნიშნული საქონლის დეკლარირების დღისთვის მოქმედი განაკვეთი.
საქართველოს საბაჟო კოდექსი

article  199

10. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქველმოქმედო ორგანიზაცია ან სამსახური, რომელიც წყვეტს შეღავათით სარგებლობისთვის აუცილებელი პირობის შესრულებას ან რომელსაც განზრახული აქვს, შეღავათით შემოტანილი საქონელი ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულისგან განსხვავებული მიზნით გამოიყენოს, ვალდებულია ამის თაობაზე აცნობოს საბაჟო ორგანოს.
11. თუ ხდება იმ ორგანიზაციის ან სამსახურის მფლობელობაში დარჩენილი საქონლის, რომელიც წყვეტს შეღავათით სარგებლობისთვის აუცილებელი პირობის შესრულებას, გადაცემა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეღავათით მოსარგებლე ორგანიზაციისთვის ან, საჭიროების შემთხვევაში, ამ კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით მოსარგებლე ორგანიზაციისთვის, ეს შეღავათი ძალაში რჩება, თუ მიმღები ორგანიზაცია ამ საქონელს იმ მიზნით იყენებს, რომელიც აღნიშნული შეღავათით სარგებლობის უფლებას იძლევა.
საქართველოს საბაჟო კოდექსი

article  199

12. შეღავათით მოსარგებლე ორგანიზაციის ან სამსახურის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებულისგან განსხვავებული მიზნით გამოყენებული საქონელი ექვემდებარება იმპორტის გადასახადის იმ განაკვეთით დაბეგვრას, რომელიც მოქმედებს საქონლის სხვა დანიშნულებით გამოყენების დაწყების მომენტში, საქონლის სახეობიდან და იმავე მომენტისთვის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო ღირებულებიდან გამომდინარე.