Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ბავშვის უფლებათა კოდექსი article 55 ყველა ფორმის ეკონომიკური ექსპლუატაციისგან ბავშვის დაცვა. 1. დაუშვებელია ბავშვის ეკონომიკური ექსპლუატაცია, ანუ ფულადი ან სხვა სარგებლის მიღების მიზნით ბავშვის იძულება რაიმე მოქმედების შესასრულებლად ან მომსახურების გასაწევად, მისი მონობის ან მონობის მსგავს მდგომარეობაში ჩაყენება, ორგანოს ამოღება ან ბავშვის სხვაგვარი გამოყენება იძულებით, შანტაჟით, მოტყუებით, წაქეზებით, მასზე გავლენის სხვაგვარად მოხდენით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით. # # # 2. აკრძალულია მათხოვრობაზე ან სხვა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაზე ბავშვის დაყოლიება იძულებით, შანტაჟით, მოტყუებით, წაქეზებით, მისი შეზღუდული შესაძლებლობის გამოყენებით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით. 3. დაუშვებელია ბავშვის იძულება, წაქეზება, დაყოლიება ან გამოყენება ისეთი სამუშაოს შესასრულებლად ან მისი ისეთი სამუშაოს შესრულებაში ჩაბმა, რომელიც მას ხელს უშლის განათლების მიღებაში ან საზიანოა მისი ჯანმრთელობისთვის ან ფიზიკური, გონებრივი, მორალური, ემოციური ან/და სოციალური განვითარებისთვის. 4. სახელმწიფო იღებს შესაბამის ადმინისტრაციულ, სოციალურ და საგანმანათლებლო ზომებს ყველა ფორმის ეკონომიკური ექსპლუატაციისგან ბავშვის დასაცავად. |