Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს საბაჟო კოდექსი article 128 თავისუფალი ზონის არსი. თავისუფალი ზონა საშუალებას იძლევა, მისი ტერიტორია გამოყენებულ იქნეს ამ კოდექსის 132-ე მუხლით გათვალისწინებული ნებადართული საქმიანობისთვის. თავისუფალ ზონაში: ა) იმპორტის გადასახდელის გადახდისა და ვაჭრობაში დამცავი ღონისძიებების განხორციელებისთვის უცხოური საქონლის შეტანა არ მიიჩნევა საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევად და, შესაბამისად, ამ საქონელზე იმპორტის გადასახდელი არ გადაიხდევინება; ბ) საქართველოს საქონლის მოთავსებისას გამოიყენება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის ის ნორმები, რომლებიც გამოიყენება ექსპორტის პროცედურაში ანალოგიური საქონლის მოქცევისას (მათ შორის, საქართველოს საქონელს ენიჭება უცხოური საქონლის სტატუსი). |