Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ article 29 ანგარიშგება და ინსპექტირება. 1. კომერციული ბანკი ამზადებს და ეროვნულ ბანკს წარუდგენს ანგარიშგებებს, რომლებშიც ასახავს როგორც თვით კომერციული ბანკის, ისე მისი შვილობილი ორგანიზაციების ორგანიზაციულ-საგანმკარგულებლო და საოპერაციო საქმიანობას, ლიკვიდურობას, გადახდისუნარიანობასა და მოგებიანობას თვით კომერციული ბანკისა და მისი შვილობილი ორგანიზაციების ფინანსური მდგომარეობის ერთობლივად და ცალ-ცალკე შეფასების მიზნით. ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზნებისათვის კომერციული ბანკი ეროვნულ ბანკს წარუდგენს აგრეთვე შესაბამის ანგარიშგებას. ანგარიშგების ფორმა, ხარისხი და წარდგენის ვადა განისაზღვრება ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით. 2. კომერციული ბანკი და მისი შვილობილი ორგანიზაცია ექვემდებარება ინსპექტირებას, რომელსაც ახორციელებენ ეროვნული ბანკის ინსპექტორები ან ეროვნული ბანკის მიერ დანიშნული აუდიტორები. თუ ინსპექტირება ხორციელდება უცხოეთის ბანკის ფილიალში ან შვილობილ ორგანიზაციაში, აუდიტორები შეიძლება იყვნენ შესაბამის ქვეყანაში მოქმედი საფინანსო ან საკონტროლო ორგანოს მოსამსახურეები. 3. კომერციული ბანკისა და მისი შვილობილი ორგანიზაციის ინსპექტირებისას ეროვნულ ბანკს და მის აუდიტორებს უფლება აქვთ: |
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ article 29 ა) შეამოწმონ კომერციული ბანკისა და მისი შვილობილი ორგანიზაციის ანგარიშები, სახსრები, დავთრები, საბუთები და სხვა აუცილებელი ჩანაწერები; ბ) მოსთხოვონ კომერციული ბანკის ადმინისტრატორებსა და თანამშრომლებს, მისი მონათესავე საწარმოს ადმინისტრატორებსა და თანამშრომლებს, მიაწოდონ კომერციული ბანკის აქციონერების, მაკონტროლებელი პირებისა და ადმინისტრატორების შესახებ ინფორმაცია და ოპერაციებსა და გარიგებებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია. ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, აგრეთვე კომერციული ბანკის/ადმინისტრატორის მიერ აღნიშნული ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობით ან ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში გამოიყენება ამ კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული საზედამხედველო ზომები ან/და სანქცია (ფულადი ჯარიმა). საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრ ის კანონი № 1115 - სსმ I, № 32 07.11 . 2001 წ ., მუხ .125 |