Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ჯანმრთელობის დაცვის შესახებ article 521 1. ექთნისა და მეან-ექთნის ძირითადი მოვალეობებია: პირის ჯანმრთელობის დაცვა, დაავადებებისა და დაზიანებების პრევენცია, მისი დაავადებისგან განკურნების ხელშეწყობა, პირის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროცესებში ჩართვით მისთვის მდგომარეობის შემსუბუქება, პირის (ინდივიდის), ოჯახის, ადამიანთა ჯგუფის, თემის, პოპულაციის მკურნალობის პროცესის ადვოკატირება. ექთნისა და მეან-ექთნის სხვა მოვალეობები შეიძლება შესაბამისი პროფესიის სტანდარტებით განისაზღვროს. 2. ექთნისა და მეან-ექთნის პროფესიების ეთიკური ღირებულებები განისაზღვრება შესაბამისი პროფესიული ეთიკის კოდექსით, რომელსაც შეიმუშავებს/შეიმუშავებენ სამინისტროს მიერ დადგენილი წესით აღიარებული სათანადო პროფესიული გაერთიანება/გაერთიანებები და ამტკიცებს მინისტრი. |