Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ article 4 ხარჯები. 1. თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით ანდა ნაცვალგების პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საქართველო კისრულობს ყველა იმ ხარჯის გაღებას, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს ტერიტორიაზე სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელებასთან. 2. შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულების ან მხარეთა შეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია მოხდეს ხარჯების სხვაგვარი გადანაწილება. |
სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ article 4 8. საქართველოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის უცხო სახელმწიფოში აღსრულების (გარდა ქონების ჩამორთმევისა) შესახებ შუამდგომლობის ფორმა და თანდართული დოკუმენტები. საქართველოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის უცხო სახელმწიფოში აღსრულების შესახებ შუამდგომლობა შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით. მას უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები: ა) უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად გადასაგზავნი განაჩენის ორიგინალი ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი; ბ) უცხო სახელმწიფოს თხოვნის შემთხვევაში, შესაბამისი სისხლის სამართლის საქმის მასალები ან მათი სათანადოდ დამოწმებული ასლები. |