FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

article  15

საგანგებო სიტუაციის კატეგორიები.
1. საგანგებო სიტუაცია, მისი შედეგების, მისი ლიკვიდაციისათვის საჭირო რეაგირების ძალებისა და მატერიალური რესურსების რაოდენობის გათვალისწინებით, მისი ხასიათის, ადგილისა და საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების მასშტაბის მიხედვით, შეიძლება იყოს ადგილობრივი მნიშვნელობის ან ეროვნული მნიშვნელობის.
2. საგანგებო სიტუაცია ადგილობრივი მნიშვნელობისაა, თუ მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მოსალოდნელია, წარმოქმნილია ან/და განვითარებულია საგანგებო სიტუაცია, რომლის სამართავად, მისი ხასიათიდან გამომდინარე, საკმარისია ეროვნული სისტემის ერთი სუბიექტის რეაგირების ძალები და საშუალებები ან ერთი ან რამდენიმე მომიჯნავე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული სხვადასხვა რეაგირების ძალები და საშუალებები.
3. საგანგებო სიტუაცია ეროვნული მნიშვნელობისაა, თუ მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მოსალოდნელია, წარმოქმნილია ან/და განვითარებულია საგანგებო სიტუაცია:
    ა) რომლის მართვა, მისი ხასიათიდან გამომდინარე, შეუძლებელია ეროვნული სისტემის ერთი სუბიექტის რეაგირების ძალებითა და საშუალებებით ან ერთი ან რამდენიმე მომიჯნავე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული სხვადასხვა რეაგირების ძალებითა და საშუალებებით;
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

article  15

ბ) რომლის ზეგავლენა შეიძლება გავრცელდეს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე და საფრთხე შეუქმნას ადამიანთა სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას;
    გ) რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ეროვნული საგანძურის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შენარჩუნებას, საქართველოს „წითელ წიგნში“ ან „წითელ ნუსხაში“ შეტანილ იშვიათ და გადაშენების პირას მისულ ცხოველთა და მცენარეთა სახეობებს;
    დ) რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს საქართველოს ეკონომიკას ან გარემოს;
    ე) რომლის ლოკალიზაცია/ლიკვიდაცია ხანგრძლივად გრძელდება;
    ვ) რომლის ლოკალიზაცია/ლიკვიდაცია საერთაშორისო დახმარებას საჭიროებს.
4. საგანგებო სიტუაციისთვის ეროვნული მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციის კატეგორიის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას მინისტრის წარდგინების საფუძველზე იღებს საქართველოს მთავრობა.
5. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, განსაკუთრებულ შემთხვევაში, სამოქალაქო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე ან საგანგებო სიტუაციის რისკის გათვალისწინებით, მინისტრის წარდგინების საფუძველზე ადგილობრივი მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციას მიანიჭოს ეროვნული მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციის კატეგორია.