Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ article 14 ერთიანი საინფორმაციო პლატფორმა. 1. ერთიანი საინფორმაციო პლატფორმის ადმინისტრირებას ახორციელებს კომისია. 2. ერთიანი საინფორმაციო პლატფორმა ეფუძნება ინფორმაციის გაზიარებისა და გაცვლის პრინციპებს და ხელმისაწვდომია ამ კანონით განსაზღვრული პირებისთვის ერთიან საინფორმაციო პლატფორმაზე ინფორმაციის განთავსების ვალდებულების შესრულებისა და აღნიშნული ინფორმაციის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველსაყოფად. 3. ერთიან საინფორმაციო პლატფორმაზე ინფორმაციის განთავსებისა და მისი ადმინისტრირების წესებს ადგენს კომისია. 4. ერთიან საინფორმაციო პლატფორმაზე განთავსებული უნდა იყოს მშენებლობის ნებართვის/თანხმობის მიღებასთან დაკავშირებული წესებისა და პროცედურების შესახებ ინფორმაცია. ამასთანავე, ეს პლატფორმა მშენებლობის ნებართვის/თანხმობის მისაღებად განაცხადის წარდგენის შესაძლებლობას უნდა იძლეოდეს. მშენებლობის ნებართვის/თანხმობის გაცემასთან დაკავშირებული წესები დგინდება საქართველოს კანონმდებლობით. |