FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

მუზეუმების შესახებ

article  19

არასახელმწიფო მუზეუმის მოვალეობები.
1. არასახელმწიფო მუზეუმი ვალდებულია:
    ა) უზრუნველყოს თავისი კუთვნილი სამუზეუმო ექსპონატების ყოველმხრივი დაცვა;
    ბ) უზრუნველყოს სამუზეუმო ექსპონატებთან სამუზეუმო საქმის სპეციალისტების დაშვება მათი მდგომარეობის შემოწმების მიზნით;
    გ) სახელმწიფო რეესტრში შესატანად წარმოადგინოს სრული ინფორმაცია სამუზეუმო ექსპონატის შესახებ;
    დ) დადგენილ ვადაში აცნობოს სამინისტროს სამუზეუმო ექსპონატის გასხვისების შესახებ;
    ე) უზრუნველყოს სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოება.
2. მუზეუმის ფონდში შეტანილი ექსპონატის გადაცემისას ან რაიმე სხვა ფორმით გასხვისებისას ექსპონატის მიმღები კისრულობს მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებულ ყველა ვალდებულებას, რომელიც ჰქონდა ექსპონატის მესაკუთრეს.