FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 24

საგზაო მოძრაობის შესახებ

article  5

7. არასაკმარისი ხილვადობა – გვირაბში გავლისას, დღე-ღამის ბნელ დროს, ნისლის, წვიმის, თოვის და სხვა ბუნებრივი მოვლენების დროს გზის ხილვადობის 300 მეტრზე ნაკლებ მანძილზე შემცირება.
8. ბუქსირება − სატრანსპორტო საშუალების სხვა სატრანსპორტო საშუალების დახმარებით გადაადგილება.
9. გამყოფი ზოლი – კონსტრუქციულად გამოყოფილი გზის ელემენტი, რომელიც ყოფს მომიჯნავე სავალ ნაწილებს და არ არის განკუთვნილი მასზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის.
10. გასწრება − დაკავებული ზოლიდან გამოსვლით იმავე ზოლში თანმხვედრი მიმართულებით წინ მოძრავი ერთი ან რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების გადასწრება.
11. გაჩერება − სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წინასწარგანზრახული შეწყვეტა 5 წუთამდე, ან უფრო მეტი ხნით, თუ ეს აუცილებელია მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისათვის ან სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვისათვის. გაჩერებად არ ითვლება სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წინასწარგანზრახული შეწყვეტა სატრანსპორტო ნაკადში, საგზაო მოძრაობის ორგანიზების ტექნიკური საშუალებების ან მარეგულირებლის მოთხოვნათა გამო.
საგზაო მოძრაობის შესახებ

article  5

12. გზა – მოძრაობისათვის გახსნილი გზის ან ქუჩის მთელი ზედაპირი. გზას შეიძლება ჰქონდეს როგორც ერთი სავალი ნაწილი, ისე რამდენიმე, გამყოფი ზოლით მკვეთრად გამიჯნული ან სხვადასხვა დონეზე არსებული სავალი ნაწილები. ეს ტერმინი შეიძლება მოიცავდეს ტრამვაის ლიანდაგს, ტროტუარს, გვერდულას, გამყოფ ზოლს, ველობილიკს, თოვლზე/ყინულზე სასრიალო ზონას (ტერიტორიას).
13. გზაჯვარედინი − ერთ დონეზე გზების კვეთა, შეერთება ან განშტოება, ასეთი კვეთით, შეერთებით ან განშტოებით წარმოქმნილი ტერიტორიების ჩათვლით. გზაჯვარედინად არ ითვლება მიმდებარე ტერიტორიებიდან გამომავალი გამოსასვლელების გზებთან კვეთა.
14. გზის დათმობა (დაბრკოლების არშექმნა) – საგზაო მოძრაობის მონაწილის ვალდებულება, არ განაგრძოს ან არ განაახლოს მოძრაობა ან არ განახორციელოს მანევრი, თუ ეს უპირატესობის (პრიორიტეტის) მქონე მოძრაობის მონაწილეს იძულებულს გახდის, უეცრად შეცვალოს მოძრაობის მიმართულება ან სიჩქარე.
15. გზის სავალი ნაწილი (სავალი ნაწილი) – გზის ელემენტი, რომელიც განკუთვნილია ურელსო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის (გარდა ტროტუარისა, გვერდულასი, ველობილიკისა და ქვეითთა ბილიკისა).
16. დამატებითი ინფორმაციის ნიშანი (დაფა) − საგზაო ნიშანი, რომელიც აზუსტებს ან ზღუდავს იმ საგზაო ნიშნის მოქმედებას, რომელთან ერთადაც გამოიყენება.
საგზაო მოძრაობის შესახებ

article  5

17. დასახლებული პუნქტი − განაშენიანებული ტერიტორია, სადაც შესასვლელი და გამოსასვლელი აღნიშნულია შესაბამისი საგზაო ნიშნებით.
18. დატვირთული მასა (ფაქტობრივი მასა) − მოცემულ დროის მონაკვეთში დატვირთული სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასა, მძღოლისა და მგზავრების ჩათვლით.
19. დაუტვირთავი მასა (დაუტვირთავი წონა) − ქარხანა-დამამზადებლის მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მასა მძღოლის, მგზავრებისა და ტვირთის გარეშე, მაგრამ საწვავის სრული მარაგისა და ხელსაწყოების აუცილებელი კომპლექტის ჩათვლით.
20. დგომა – სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის გამიზნულად შეწყვეტა 5 წუთზე მეტი ხნით, თუ ეს აუცილებელი არ არის მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისათვის ან სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვისათვის.
21. დღე-ღამის ბნელი დრო – დროის შუალედი დაბინდებიდან გათენებამდე.
22. ველოსიპედი − სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც აქვს სულ მცირე ორი ბორბალი (თვალი) და მხოლოდ ამ სატრანსპორტო საშუალებაზე მყოფი პირის კუნთების ენერგიით, კერძოდ, სატერფულების ან სახელურების მეშვეობით მოძრაობს. ეს ტერმინი არ მოიცავს სავარძელ-ეტლს. ველოსიპედთან გათანაბრებულია კიდულძრავიანი ველოსიპედი.
საგზაო მოძრაობის შესახებ

article  5

23. ველოსიპედის ბილიკი (ველობილიკი) − ველოსიპედით მოძრაობისათვის განკუთვნილი, შესაბამისი საგზაო ნიშნით აღნიშნული გზა ან გზის ნაწილი, რომელიც კონსტრუქციულად გამოყოფილია სხვა გზისაგან ან გზის სხვა ელემენტებისაგან.
24. ველოსიპედის მოძრაობის ზოლი − გზის სავალი ნაწილის ზოლი, რომელიც განკუთვნილია ველოსიპედით მოძრაობისათვის. ველოსიპედის მოძრაობის ზოლი დანარჩენი სავალი ნაწილისაგან გრძივი საგზაო მონიშვნითაა გამოყოფილი.
25. ინსტრუქტორ-მასწავლებელი − ამ კანონის 54-ე მუხლით განსაზღვრული კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა პრაქტიკული მართვის მასწავლებელი, ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
26. იძულებითი გაჩერება – სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეწყვეტა მისი ტექნიკური გაუმართაობის, გადასაზიდი ტვირთის, მძღოლის (მგზავრის) მდგომარეობის ან გზაზე მოულოდნელად შექმნილი დაბრკოლებით განპირობებული საფრთხის გამო.
საგზაო მოძრაობის შესახებ

article  5

27. კვადროციკლი − მსუბუქი კვადროციკლისაგან განსხვავებული ოთხთვლიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის ძრავას სიმძლავრე არ აღემატება 15 კვტ-ს, ხოლო დაუტვირთავი მასა აღემატება 350 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება 400 კგ-ს, ან 550 კგ-ს, თუ იგი განკუთვნილია ტვირთის გადასაზიდად. ელექტროსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში აკუმულატორის მასა კვადროციკლის დაუტვირთავ მასაში არ ითვლება. ამ პუნქტით განსაზღვრული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც აკმაყოფილებს ტრიციკლისათვის გათვალისწინებულ ტექნიკურ მახასიათებლებს, ითვლება მოტორიზებულ ტრიციკლად.
28. კიდულძრავიანი ველოსიპედი − ორ- ან სამთვლიანი ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება, რომლის კონსტრუქციული სიჩქარე არ აღემატება 25 კმ/სთ-ს, ხოლო ძრავის მუშა მოცულობა − 50 სმ-3-ს; ორ- ან სამთვლიანი ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალება, რომლის კონსტრუქციული სიჩქარე არ აღემატება 25 კმ/სთ-ს, ხოლო ელექტროძრავის მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე − 4 კვტ-ს; ორ- ან სამთვლიანი ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალება, რომლის კონსტრუქციული სიჩქარე აღემატება 25 კმ/სთ-ს, მაგრამ არ აღემატება 45 კმ/სთ-ს, ხოლო ელექტროძრავის მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე არ აღემატება 1 კვტ-ს.
საგზაო მოძრაობის შესახებ

article  5

29. კონსტრუქციული სიჩქარე − ქარხანა-დამამზადებლის მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მაქსიმალური სიჩქარე.
30. კონტეინერი – 1972 წლის „კონტეინერებთან დაკავშირებული საბაჟო კონვენციით“ გათვალისწინებული განმარტება.
31. მანევრი − მოძრაობის დაწყება, მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევა, მობრუნება, უკუსვლით მოძრაობა, დაბრკოლების შემოვლა ან/და მოძრაობის ზოლის შეცვლა (გადაჯგუფება).
32. მარეგულირებელი – საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული, საგზაო მოძრაობის რეგულირების უფლებამოსილების მქონე პირი, რომელსაც თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლება აქვს, საგზაო მოძრაობის მონაწილეს შეუზღუდოს მოძრაობა, შეუცვალოს მიმართულება ან/და შეაჩეროს მისი მოძრაობა.
33. მარშრუტი − პუნქტებს შორის (გაჩერების ადგილების მითითებით ან მათი მითითების გარეშე) ავტობუსის ან მიწისზედა ელექტროტრანსპორტის მიმოსვლისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამტკიცებული, წინასწარ დადგენილი გზასავალი.
34. მგზავრი − პირი, რომელიც იმყოფება ან ადის სატრანსპორტო საშუალებაში (სატრანსპორტო საშუალებაზე) ან ჩამოდის სატრანსპორტო საშუალებიდან, მაგრამ არ მართავს მას.
საგზაო მოძრაობის შესახებ

article  5

35. მექანიკური სატრანსპორტო საშუალება − ძრავიანი (თვითმავალი) სატრანსპორტო საშუალება, გარდა ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავისა, კიდულძრავიანი ველოსიპედისა და სალიანდაგო სატრანსპორტო საშუალებისა.
36. მეხრე − გზაზე სასაპალნე, შესაბმელი ან დასაჯდომი პირუტყვის წამყვანი, პირუტყვის გამრეკი ან გამცილებელი.
37. მთავარი გზა − 2.1 ან 5.1 საგზაო ნიშნით აღნიშნული გზა ამ ნიშნის მოქმედების ზონის მთელ მონაკვეთზე. მთავარ გზად მიიჩნევა 1.7.1−1.7.7 საგზაო ნიშნებით აღნიშნული გზა − გზაჯვარედინზე, გადასაკვეთ (მიერთებულ) გზასთან შედარებით, მკვრივსაფრიანი გზა (ასფალტის, ცემენტ-ბეტონის ან სხვა მსგავსი მასალის ან ქვაფენილის საფრის მქონე გზა) − ღორღიან ან გრუნტოვან გზასთან შედარებით, ღორღიანი გზა − გრუნტოვან გზასთან შედარებით. ღორღიან ან გრუნტოვან გზაზე უშუალოდ გზაჯვარედინის წინ გზის მკვრივსაფრიანი უბნის არსებობა არ ათანაბრებს მას მკვრივსაფრიან გზასთან.
38. მიმდებარე ტერიტორია – ტერიტორია, რომელიც უშუალოდ გზას ეკვრის და არ არის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების გამჭოლი მოძრაობისათვის (ეზო, საცხოვრებელი მასივი, ავტოსადგომი, ბენზინგასამართი სადგური, დაწესებულება და სხვა).
საგზაო მოძრაობის შესახებ

article  5

39. მისაბმელი − სატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მისი ბუქსირებისათვის. ეს ტერმინი მოიცავს ნახევარმისაბმელსა და მისაბმელ-სახსნელს.
40. მიწისზედა ელექტროტრანსპორტი − ტროლეიბუსი და ტრამვაი.
41. მობილური კომუნიკაციის საშუალება – ხელსაწყო, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია უწყვეტი სატელეფონო საუბრის წარმოება ორ ან ორზე მეტ ფიზიკურ პირს შორის ან/და ტექსტური ინფორმაციის გადაცემა და მიღება.
42. მოპედი – ორ- ან სამთვლიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის კონსტრუქციული სიჩქარე აღემატება 25 კმ/სთ-ს, მაგრამ არ აღემატება 45 კმ/სთ-ს. ამასთანავე, ორთვლიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ძრავის ან სამთვლიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ნაპერწკლური ანთების შიგაწვის ძრავის მუშა მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 50 სმ-3-ს; სამთვლიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სხვა შიგაწვის ძრავის მაქსიმალური სასარგებლო გამომავალი სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს 4 კვტ-ს; ორ- ან სამთვლიანი ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ელექტროძრავის მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე უნდა აღემატებოდეს 1 კვტ-ს, მაგრამ არ უნდა აღემატებოდეს 4 კვტ-ს. სამთვლიან მოპედთან გათანაბრებულია მსუბუქი კვადროციკლი.
საგზაო მოძრაობის შესახებ

article  5

ა) ეკუთვნის ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილი ამ სახელმწიფოს გარეთ აქვს;
    ბ) არ არის რეგისტრირებული ამ სახელმწიფოში;
    გ) ამ სახელმწიფოში შეტანილია დროებით, მაგრამ არაუმეტეს მისი კანონმდებლობით დადგენილი ვადისა. შენიშვნა: სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობა საერთაშორისო მოძრაობაში მყოფად მიიჩნევა, თუ მასში შემავალი თუნდაც ერთი სატრანსპორტო საშუალება აკმაყოფილებს ამ პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
67. სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალება − გზაზე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი, დადგენილი მარშრუტით მოძრავი სატრანსპორტო საშუალება. 67 -1. სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილი ზოლი − გზის სავალი ნაწილის ზოლი, რომელიც სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვისაა განკუთვნილი და რომელზედაც სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალება სატრანსპორტო საშუალებათა საერთო ნაკადის თანმხვედრი ან საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს. სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილი ზოლი დანარჩენი გზის სავალი ნაწილისაგან საგზაო მონიშვნითაა გამოყოფილი.
68. სამუხრუჭო მანძილი − მანძილი, რომელსაც გადის სატრანსპორტო საშუალება მუხრუჭების ამოქმედებიდან სრულ გაჩერებამდე.
საგზაო მოძრაობის შესახებ

article  5

69. სასოფლო-სამეურნეო მანქანა − სპეციალიზებული თვლიანი ან მუხლუხა მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია სასოფლო-სამეურნეო, სამელიორაციო ან სატყეო სამუშაოების შესასრულებლად და რომლისთვისაც გზაზე ადამიანების გადაყვანა და ტვირთის გადაზიდვა ან ადამიანების გადასაყვანად და ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების გზაზე ბუქსირებისათვის გამოყენება მხოლოდ დამხმარე ფუნქციაა. სასოფლო-სამეურნეო მანქანად არ ითვლება ავტომობილის ბაზაზე დამზადებული სპეციალიზებული სატრანსპორტო საშუალება.
70. სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება − სასოფლო-სამეურნეო მანქანაზე ჩასაბმელი და მასთან ერთად ექსპლუატაციისათვის განკუთვნილი დამხმარე ტექნიკური საშუალება (მოწყობილობა), რომლებიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო, სამელიორაციო ან სატყეო სამუშაოების შესასრულებლად.
71. სატვირთო ავტომობილი − ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3 500 კგ-ს.
72. სატრანსპორტო კოლონა − ორგანიზებულად, ერთმანეთის მიყოლებით მოძრავი ორი ან ორზე მეტი სატრანსპორტო საშუალებისაგან შემდგარი ჯგუფი.