FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ

article  21

1. ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტის ეტიკეტზე ზუსტად, ნათლად, ადვილად წასაკითხად და იოლად გასაგებად უნდა აისახოს:
    ა) საკვების მომზადების წესი და მიღების რეჟიმი;
    ბ) მომზადებული საკვების ნარჩენის ბავშვის საკვებად ხელმეორედ გამოყენების დაუშვებლობა;
    გ) სიტყვებით და ციფრებით გამოხატული ასაკი, რომლის შემდეგაც ბავშვისათვის შეიძლება ამ პროდუქტის მიღება;
    დ) პროდუქტის შემადგენლობა და კვებითი ღირებულება;
    ე) პროდუქტის დასამზადებლად გამოყენებული კომპონენტები;
    ვ) პროდუქტის შენახვისა და ტრანსპორტირების პირობები;
    ზ) პროდუქტის ვარგისიანობის ვადა განსხვავებულ კლიმატურ და შენახვის პირობებში;
    თ) პროდუქტის პარტიის ნომერი და წარმოების თარიღი.
2. ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტების ეტიკეტზე, აგრეთვე საწოვრიანი ბოთლების, საწოვრებისა და სატყუარების შესაფუთი მასალის ეტიკეტზე მთავრული ასოებით უნდა აღინიშნოს შემდეგი წინადადებები:
    ა) „ყურადღება! ქალის რძე თქვენი ბავშვისათვის საუკეთესო საკვებია“;
    ბ) „ყურადღება! თქვენი ბავშვისათვის ხელოვნური საკვების მიცემამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს; ზუსტად დაიცავით საკვების გამოყენებასა და მომზადებასთან დაკავშირებული ყველა მითითება“.