Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ article 431 სახელმწიფო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბიბლიოთეკაში, მუზეუმში, არქივში ან სხვა, ანალოგიურ დაწესებულებაში დაცული, დაზიანებული წიგნების გაწმენდითი სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები. სახელმწიფო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბიბლიოთეკაში, მუზეუმში, არქივში ან სხვა, ანალოგიურ დაწესებულებაში დაცული, დაზიანებული წიგნების გაწმენდითი სამუშაოების ჩასატარებლად მათი საქართველოდან გატანის ან/და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე უცხო სახელმწიფოსთვის გადაცემის მიზნით, სამინისტროს წარდგინების საფუძველზე საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია განკარგულებით გასცეს თანხმობა კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანაზე ან დროებით გატანაზე ნებართვის ამ კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაუცველად გაცემაზე. საქართველოს 2014 წლის 29 მაისის კანონი №2476 - ვებგვერდი, 04.06.2014წ. |