Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ article 10 ვიდეომონიტორინგის განხორციელება. 1. ვიდეომონიტორინგის განხორციელება დასაშვებია დანაშაულის თავიდან აცილების, მისი გამოვლენის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის, არასრულწლოვანის დაცვის (მათ შორის, მავნე ზეგავლენისგან დაცვის), საიდუმლო ინფორმაციის დაცვის, გამოცდის/ტესტირების მიზნებისთვის, აგრეთვე სხვა საჯარო ან/და სხვა ლეგიტიმური ინტერესის სფეროსთვის მიკუთვნებული ამოცანების შესასრულებლად, თუ ვიდეომონიტორინგის განხორციელება მონაცემთა დამუშავების მიზნის ადეკვატური და პროპორციული საშუალებაა. 2. ვიდეომონიტორინგის განსახორციელებლად დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია ამ კანონის მე-4 მუხლით დადგენილი პრინციპების შესაბამისად წერილობით განსაზღვროს ვიდეომონიტორინგის მიზანი და მოცულობა, ვიდეომონიტორინგის ხანგრძლივობა და ვიდეოჩანაწერის შენახვის ვადა, ვიდეოჩანაწერზე წვდომის, მისი შენახვისა და განადგურების წესი და პირობები, მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის მექანიზმები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ფიზიკური პირი ვიდეომონიტორინგს ახორციელებს საცხოვრებელ შენობაში. |
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ article 10 3. დასაქმებული პირის სამუშაო პროცესის/სივრცის ვიდეომონიტორინგი დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნების მიღწევა სხვა საშუალებით შეუძლებელია ან დაკავშირებულია არაპროპორციულად დიდ ძალისხმევასთან. 4. დაუშვებელია ვიდეომონიტორინგის განხორციელება გამოსაცვლელ ოთახებში, ჰიგიენისთვის განკუთვნილ ადგილებში ან ისეთ სივრცეში, სადაც სუბიექტს პირადი ცხოვრების დაცულობის გონივრული მოლოდინი აქვს ან/და ვიდეომონიტორინგის განხორციელება საყოველთაოდ აღიარებულ ზნეობრივ ნორმებს ეწინააღმდეგება. 5. ვიდეომონიტორინგის სისტემა და ვიდეოჩანაწერები დაცული უნდა იყოს არამართლზომიერი ხელყოფისა და გამოყენებისგან. დამუშავებისთვის პასუხისმგებელმა პირმა უნდა უზრუნველყოს ვიდეოჩანაწერებზე წვდომის თითოეული შემთხვევის აღრიცხვა, მათ შორის, წვდომის დროისა და მომხმარებლის სახელის აღრიცხვა, რომელიც წვდომის განმახორციელებელი პირის იდენტიფიცირების შესაძლებლობას იძლევა. |
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ article 10 6. საცხოვრებელ შენობაში დასაშვებია ამ საცხოვრებელი შენობის საერთო შესასვლელისა და საცხოვრებელ შენობაში არსებული საერთო სივრცის ვიდეომონიტორინგის განხორციელება მესაკუთრეთა ნახევარზე მეტის წერილობითი თანხმობით (მესაკუთრის დადგენის შეუძლებლობის შემთხვევაში შეიძლება მფლობელის თანხმობის მიღება), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი/დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი ვიდეომონიტორინგს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად და ვიდეომონიტორინგის არეალში ექცევა საცხოვრებელი შენობის საერთო შესასვლელი და საერთო სივრცე. 7. საცხოვრებელ შენობაში არსებული ინდივიდუალური საკუთრების შესასვლელის ვიდეომონიტორინგი დასაშვებია მხოლოდ მისი მესაკუთრის/მფლობელის გადაწყვეტილებით ან მისი წერილობითი თანხმობით იმგვარად, რომ ვიდეომონიტორინგის განხორციელებით არ ილახებოდეს სხვა პირების (მათ შორის, მესაკუთრის, ფართობით კანონიერად მოსარგებლის) ლეგიტიმური ინტერესები. |
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ article 10 8. დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი/დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია ვიდეომონიტორინგის მიმდინარეობის შესახებ გამაფრთხილებელი ნიშანი თვალსაჩინოდ განათავსოს, ხოლო ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში − დამატებით დასაქმებული პირი წერილობით გააფრთხილოს ვიდეომონიტორინგის კონკრეტული მიზნის (მიზნების) შესახებ. ამ პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვის შემთხვევაში მონაცემთა სუბიექტი მის შესახებ მონაცემთა დამუშავების თაობაზე ინფორმირებულად მიიჩნევა. 9. ვიდეომონიტორინგის მიმდინარეობის შესახებ გამაფრთხილებელი ნიშანი უნდა შეიცავდეს შესაბამის წარწერას, მარტივად აღქმად გამოსახულებას ვიდეომონიტორინგის მიმდინარეობის თაობაზე და დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის სახელწოდებასა და მის საკონტაქტო მონაცემებს. |