Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიის შესახებ article 11 განაცხადი და მისი განსახილველად წარდგენა. 1. განაცხადის „საქპატენტში“ შეტანა ხდება უშუალოდ ავტორის ან მისი უფლებამონაცვლის (შემდგომში – განმცხადებლის) ან მათი წარმომადგენლის მიერ. 2. უცხო ქვეყნის პირები ან მათი წარმომადგენლები „საქპატენტთან“ ურთიერთობას წარმართავენ „საქართველოს საპატენტო კანონის“ 65-ე მუხლის შესაბამისად. 3. განაცხადი უნდა ეხებოდეს მხოლოდ ერთ ტოპოლოგიას. 4. განაცხადი უნდა შეიცავდეს: ა) დადგენილი წესით შედგენილ განცხადებას ტოპოლოგიის რეგისტრაციის თაობაზე, რომელშიც მითითებული უნდა იყოს: განმცხადებლის სრული სახელი (სახელწოდება), მისამართი და მიმოწერის მისამართი, ან წარმომადგენლის სრული სახელი და მისამართი, თუ განაცხადის შეტანა ხდება წარმომადგენლის მიერ; ბ) ტოპოლოგიის სრულად ამსახველ მასალებს, რეფერატის ჩათვლით; გ) განაცხადის ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის საფასურის გადახდის დამადასტურებელ საბუთს; დ) განმცხადებლის მიერ წარმომადგენლის სახელზე გაცემულ მინდობილობას, თუ განაცხადის შეტანა ხდება წარმომადგენლის მიერ. 5. განაცხადი „საქპატენტში“ შეტანილად ითვლება იმ დღიდან, როდესაც წარდგენილია განცხადება ტოპოლოგიის რეგისტრაციის თაობაზე და ტოპოლოგიის სრულად ამსახველი მასალები, რეფერატის ჩათვლით. |