Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ article 28 გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა. 1. გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელების უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოებია: ა) სამინისტრო, რომელიც: ა.ა) ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმის შესაბამისად ასრულებს სახელმწიფო საკოორდინაციო ცენტრისა და კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს ფუნქციებს; ა.ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სახელმწიფო მართვასა და კონტროლს გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში; ა.გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით გასცემს ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზიას; ა.დ) აწარმოებს ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ერთიან რეესტრს; ბ) (ამოღებულია - 07.12.2017, №1696); გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, რომელიც: გ.ა) ახორციელებს გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანსსასაზღვრო გადაადგილების საბაჟო კონტროლს; გ.ბ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს. 2. გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა მოიცავს: |
ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ article 28 ა) ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში საქართველოს კანონმდებლობითა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით დადგენილი მოთხოვნების შესრულების კონტროლს; ბ) გარემოსდაცვითი მოთხოვნების, გარემოს დაცვის ნორმების, სახელმწიფო სტანდარტების, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და წესების და ვეტერინარული მოთხოვნების შესრულების კონტროლს; გ) გენმოდიფიცირებული ორგანიზმის შესახებ წარმოდგენილი ინფორმაციისა და ანგარიშგების ობიექტურობის/სისწორის კონტროლს; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნების შესრულების კონტროლს. 3. თუ გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში საქმიანობით შეიქმნა ან შეიძლება შეიქმნას პოტენციური საშიშროება გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღება გადაწყვეტილება ამ საქმიანობის შეზღუდვის, შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ. 4. გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის განმახორციელებელი სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |