Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ article 10 სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ავტორიზაციაზე უარის თქმა. 1. ეროვნული ბანკი არ დააკმაყოფილებს სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ავტორიზაციის შესახებ განაცხადს ერთ-ერთი შემდეგი საფუძვლის არსებობისას: ა) ავტორიზაციის შესახებ განაცხადი ან წარდგენილი დოკუმენტები/ინფორმაცია არ შეესაბამება ამ კანონით ან/და მის საფუძველზე ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) არსებობს ემისიის პროსპექტის დამტკიცებაზე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უარის თქმის საფუძველი; გ) მჭიდრო კავშირმა, რომელიც არსებობს, ერთი მხრივ, სეკიურიტიზაციის კომპანიასა ან სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის აქტივების მმართველ კომპანიასა და, მეორე მხრივ, ნებისმიერ სხვა ფიზიკურ პირსა თუ იურიდიულ პირს შორის, ან/და უცხო ქვეყნის იმ კანონმდებლობამ (ან მისმა აღუსრულებლობამ), რომლის მოქმედებაც ვრცელდება ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ფიზიკურ პირზე ან იურიდიულ პირზე, შეიძლება შეაფერხოს ეროვნული ბანკის მიერ საზედამხედველო ფუნქციების ეფექტიანად შესრულება; დ) არსებობს ავტორიზაციის შესახებ განაცხადზე უარის თქმის სხვა საფუძველი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად. |
ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ article 10 2. ეროვნული ბანკი ვალდებულია სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ავტორიზაციის შესახებ განაცხადის მიღებიდან 45 სამუშაო დღის ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ავტორიზაციის თაობაზე ან ავტორიზაციის შესახებ განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. აუცილებლობის შემთხვევაში ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 15 სამუშაო დღისა, თუ ეროვნული ბანკი წინასწარ აცნობებს განმცხადებელს ამის თაობაზე. სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ავტორიზაციის შესაბამის პროცედურასა და დამატებით წესებს სამართლებრივი აქტით ადგენს ეროვნული ბანკი. |