Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
ადვოკატთა შესახებ article 42 ადვოკატთა ასოციაციის პირველი საერთო კრება და ადვოკატთა ტესტირება. 1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო პირველი ორი ტესტირების ჩატარების შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს 2005 წლის 1 მარტისა მოიწვევს ადვოკატთა ასოციაციის დამფუძნებელ კრებას. დამფუძნებელ კრებაში მონაწილეობის უფლება აქვს პირს, რომელიც: ა) წერილობით გამოთქვამს სურვილს, გაწევრიანდეს ადვოკატთა ასოციაციაში, და შესაბამისად წარადგენს განცხადებას საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არა უგვიანეს 2005 წლის 31 იანვრისა; ბ) აკმაყოფილებს ამ კანონის მე-10 მუხლის მოთხოვნებს. 2. იუსტიციის უმაღლესი საბჭო შემოსული განცხადებების საფუძველზე ადგენს და 2005 წლის 15 თებერვლამდე აქვეყნებს დამფუძნებელ კრებაში მონაწილეობის უფლების მქონე პირთა სიას. განმცხადებელი, რომელიც არ იქნება შეყვანილი დამფუძნებელ კრებაში მონაწილეთა სიაში, უფლებამოსილია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში გაასაჩივროს სასამართლოში. |
ადვოკატთა შესახებ article 42 3. დამფუძნებელი კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება იმ პირთა ნახევარზე მეტი, რომლებსაც უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ დამფუძნებელ კრებაში და რომლებმაც ადვოკატის ფიცი დადეს კანონით განსაზღვრული წესით. დამფუძნებელ კრებაზე გადაწყვეტილებები, გარდა ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. დამსწრე წევრთა რაოდენობა დაითვლება ყოველი კენჭისყრის წინ. 4. დამფუძნებელ კრებას ხსნის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. დამფუძნებელ კრებას თავმჯდომარის არჩევამდე უძღვება დამსწრე უხუცესი წევრი. 5. უხუცესი წევრი კითხულობს ადვოკატის ფიცს. ტექსტის წაკითხვის შემდეგ დამსწრე წევრები წარმოთქვამენ „ვფიცავ“ და ხელს აწერენ ფიცის ტექსტს. პირი, რომელიც თავისი მსოფლმხედველობიდან გამომდინარე უარს ამბობს ფიცის დადებაზე, წერს განცხადებას. 6. დამფუძნებელი კრება ირჩევს ხმის დამთვლელ კომისიას 11 წევრის შემადგენლობით. კომისიის თავმჯდომარეს ირჩევს კომისია თავისი შემადგენლობიდან. ხმის დამთვლელი კომისია უზრუნველყოფს დამფუძნებელ კრებაზე ასარჩევი ხელმძღვანელი პირებისა და ორგანოების წევრობის კანდიდატთა დასახელებული კანდიდატურების ბიულეტენებში შეტანას და საერთო კრების წევრთათვის ბიულეტენების დარიგებას. |
ადვოკატთა შესახებ article 42 7. დამფუძნებელი კრების ნებისმიერ მონაწილეს აქვს უფლება, დაასახელოს ასოციაციის თავმჯდომარეობის, აღმასრულებელი საბჭოს წევრობის, ეთიკის კომისიის წევრობის, სარევიზიო კომისიის წევრობის კანდიდატთა კანდიდატურები. 8. ერთი და იგივე კანდიდატურა შეიძლება დასახელებული იქნეს როგორც აღმასრულებელი საბჭოს, ისე ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის წევრობის კანდიდატად. 9. ასარჩევ ორგანოში დასახელებული ყოველი კანდიდატი საჯაროდ, საკითხის კენჭისყრაზე დაყენებამდე აცხადებს თავის თანხმობას კანდიდატად კენჭისყრაზე. თუ რომელიმე პირი დასახელებული იქნება ერთდროულად ორივე ან სამივე ორგანოს წევრობის კანდიდატად, მაშინ იგი განაცხადებს საკუთარ სურვილს და თანხმობას მხოლოდ ერთი ორგანოს წევრობის კანდიდატად კენჭისყრაზე და შესაბამისად საკითხის კენჭისყრაზე დაყენებამდე მისი კანდიდატურა შეიტანება მხოლოდ ერთ ბიულეტენში. |
ადვოკატთა შესახებ article 42 10. არჩეულად ითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს კენჭისყრაში მონაწილე წევრთა მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ 35 ხმისა. თანაბარი რაოდენობის ხმათა მიმღებ კანდიდატებს შორის, თუ მათი რაოდენობა აღემატება ასარჩევ წევრთა რაოდენობას, ტარდება განმეორებითი კენჭისყრა. თუ კენჭისყრის შედეგად არ შეივსო კანონით გათვალისწინებული ორგანოს წევრთა რაოდენობა, კენჭი განმეორებით ეყრება უკეთესი შედეგის მქონე, მაგრამ 35 ხმაზე ნაკლების მიმღებ იმდენ კანდიდატს, რამდენი წევრიცაა ასარჩევი. თუ ასარჩევ კანდიდატთა რაოდენობაზე მეტ კანდიდატს აღმოაჩნდა თანაბარი საუკეთესო შედეგი ან ერთი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატის მომდევნო რამდენიმე კანდიდატმა ხმათა თანაბარი რაოდენობა დააგროვა, განმეორებით კენჭი ეყრება ყველა ზემოაღნიშნულ კანდიდატს. იმ შემთხვევაში, თუ ორი კენჭისყრის შედეგად კანდიდატებმა ვერ დააგროვეს ხმათა მინიმალური რაოდენობა კანონით გათვალისწინებული ორგანოს დარჩენილ წევრთა რაოდენობის შესავსებად, ტარდება ხელახალი არჩევნები. 11. ხმის დამთვლელი კომისია ჩატარებული არჩევნების შედეგებს აფორმებს ოქმის სახით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე და ყველა წევრი. საბოლოო შედეგებს საერთო კრებაზე აცხადებს ხმის დამთვლელი კომისიის თამჯდომარე. |