Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 5
საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ article 2013 1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებზე, მათი სურვილის შესაბამისად, გაიცემა პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი ან/და აღნიშნულ პირებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციის საფუძველზე ენიჭებათ პირადი ნომერი. 2. პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღების უფლება არა აქვს პირს, ხოლო რეგისტრაციის უფლება − აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრებ პირს, რომელზედაც გაცემულია საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან/და პასპორტი. 3. პირადობის ნეიტრალურ მოწმობას და ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტს გასცემს ან/და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებს არეგისტრირებს სააგენტო, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით. |
საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ article 2013 6. პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის ბლანკები და მათი აღწერილობები, აგრეთვე პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაფორმების, მათი რეკვიზიტების შევსების (მათ შორის, კონკრეტული რეკვიზიტის არარსებობის ან დაუდგენლობის შემთხვევაში), ამ დოკუმენტების გაცემისა და გაუქმების წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. 7. პირადობის ნეიტრალურ მოწმობაზე ვრცელდება ამ კანონის მე-2 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებისა და 11 -1 მუხლის მოქმედება. 8. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირების რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. 9. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებზე, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არიან რეგისტრირებული, ვრცელდება ამ კანონის მე-2 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებისა და 11-1 მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება. |
საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ article 2013 10. ამ მუხლის მიზნებისათვის აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) პირების ლეგიტიმურად ცხოვრების საკითხის გადაწყვეტის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. 1. იმ პირზე, რომელიც 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო და რომლის ინდივიდუალური შეფასებაც არ მომხდარა, პასპორტი გაიცემა მისი კანონიერი წარმომადგენლის სანოტარო წესით დამოწმებული, სააგენტოს უფლებამოსილი პირის ან საკონსულო თანამდებობის პირის თანდასწრებით გამოხატული, წერილობითი თანხმობის ან საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით სააგენტოს უფლებამოსილი პირის წინაშე ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით გამოხატული თანხმობის საფუძველზე. 2. ერთ-ერთი მშობლის ამ კანონის 20-1 პუნქტში მითითებული შემთხვევების გარდა, საკმარისია, თუ მეორე მშობელი 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო და მისი ინდივიდუალური შეფასება არ მომხდარა. |
საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ article 2013 3. თუ ლტოლვილის სტატუსის მქონე ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე არასრულწლოვანზე შესაბამისად სამგზავრო დოკუმენტის ან სამგზავრო პასპორტის გასაცემად ვერ ხერხდება ორივე კანონიერი წარმომადგენლის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობის წარდგენა იმის გამო, რომ მეორე კანონიერი წარმომადგენელი არასრულწლოვნის დევნის ქვეყანაში ან მისთვის სერიოზული ზიანის მიყენების საფრთხის შემცველ ქვეყანაში იმყოფება, ან არასრულწლოვანს არ ჰყავს მეორე კანონიერი წარმომადგენელი, ან მეორე კანონიერი წარმომადგენელი გარდაცვლილია ან უგზო-უკვლოდ დაკარგულია ან იგი 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო და მისი ინდივიდუალური შეფასება არ მომხდარა და შესაბამისი გარემოების სათანადო დოკუმენტით დადასტურება ვერ ხერხდება, მის ნაცვლად შეიძლება წარდგენილ იქნეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა. |
საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ article 2013 4. პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემის ან/და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირების რეგისტრაციის საკითხის განხილვისას სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით საქმისათვის მნიშვნელოვანი და შესაბამისი დოკუმენტის გაცემის ან რეგისტრაციის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის დასადგენად სააგენტოს უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახურის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ურთიერთობის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 5. პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემის ან/და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირების რეგისტრაციის საკითხზე სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით დამატებითი შეზღუდვები შეიძლება დაწესდეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. |