Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
თავდაცვის კოდექსი article 179 სპეციალური წოდებები სამინისტროს სისტემაში. 1. ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ პირს პირველადი სახელმწიფო სპეციალური წოდება მიენიჭება ან/და იგი სახელმწიფო სპეციალური წოდებით დაინიშნება მხოლოდ სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, სამხედრო პოლიციაში ან სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტში. 2. სამინისტროს სისტემის მოსამსახურეს, რომელსაც მინიჭებული აქვს სახელმწიფო სპეციალური წოდება (გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურისა), ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ შეუნარჩუნდება აღნიშნული სახელმწიფო სპეციალური წოდება და მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდება აღარ მიენიჭება. |