Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს საპატენტო კანონი article 48 განსაკუთრებული უფლებების ფარგლები. 1. პატენტის მფლობელი პატენტს თავისი შეხედულებისამებრ განკარგავს. მას უფლება აქვს, გაყიდოს ან სხვაგვარად გაასხვისოს ან დააგირაოს პატენტი ან/და დადგენილი წესით გასცეს კერძო ლიცენზია პატენტის გამოყენებაზე. 2. პატენტი მის მფლობელს ანიჭებს განსაკუთრებულ უფლებას, აუკრძალოს სხვა პირებს თავისი ნებართვის გარეშე: ა) პატენტით დაცული პროდუქტის დამზადება, გაყიდვა, გასაყიდად შეთავაზება, გამოყენება, იმპორტი ან სამოქალაქო ბრუნვაში სხვაგვარი ჩართვა; ბ) პატენტით დაცული ხერხის გამოყენება ან გასაყიდად შეთავაზება; გ) პატენტით დაცული ხერხით უშუალოდ მიღებული პროდუქტის გაყიდვა, გასაყიდად შეთავაზება, გამოყენება, იმპორტი ან სამოქალაქო ბრუნვაში სხვაგვარი ჩართვა. 3. თუ პატენტის მფლობელის განსაკუთრებული უფლება ვრცელდება პატენტზე, რომლის საგანია ახალი პროდუქტის მიღების ხერხი, მაშინ საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე სხვა პირის მიერ დამზადებული ნებისმიერი მსგავსი პროდუქტი მიიჩნევა ამ ხერხით მიღებულად. 4. თუ პატენტის მფლობელი რამდენიმე პირია: ა) პატენტზე უფლების გადაცემა, პატენტის გამოყენებაზე კერძო ლიცენზიის გაცემა და პატენტის დაგირავება ნებადართულია მხოლოდ ყველა მფლობელის თანხმობით; ბ) თითოეულ მფლობელს აქვს უფლება, პატენტით დაცული ობიექტი სხვა მფლობელთა თანხმობის გარეშე გამოიყენოს საკუთარ წარმოებაში. |