FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  128

რკინიგზის, საზღვაო, საავტომობილო ტრანსპორტით და ელექტროტრანსპორტით საშიშ ნივთიერებათა ან საგანთა გადაზიდვის წესების დარღვევა. რკინიგზის ტრანსპორტის საშიშ ნივთიერებათა ან საგანთა ხელბარგით გადაზიდვის წესების დარღვევა, – გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე. საზღვაო ტრანსპორტით საშიშ ნივთიერებათა ან საგანთა გადაზიდვის წესების დარღვევა, – გამოიწვევს მოქალაქეთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევრიდან ერთ მინიმალურ ოდენობამდე. ავტობუსით, ტროლეიბუსით, ტრამვაით, სამარშრუტო ტაქსით საშიშ ნივთიერებათა ან საგანთა გადატანა, აგრეთვე მათი ბარგად ან შემნახველ საკანში ჩაბარება, – გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე. იმ საშიშ ნივთიერებათა ან საგანთა ნუსხა, რომელთა გადაზიდვის წესების დარღვევისათვის ამ მუხლით დაწესებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, განისაზღვრება შესაბამის სახეობათა ტრანსპორტზე მოქმედი გადაზიდვის წესებით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  128

1. სახელმწიფო ტყის მართვის ორგანოსთან წერილობითი შეთანხმების გარეშე სახელმწიფო ტყეში მუხლუხა სატრანსპორტო საშუალებით შესვლა და გადაადგილება − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −