Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი article 41 საქართველოს პარლამენტი და სახელმწოფო აუდიტის სამსახური. 1. საქართველოს პარლამენტისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბიუჯეტების პროექტებს საქართველოს პარლამენტი საქართველოს მთავრობას წარუდგენს არა უგვიანეს 15 ივნისისა. 2. საქართველოს პარლამენტისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბიუჯეტების პროექტების ფორმირების წესი განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით. 3. სახელმწიფო ბიუჯეტში საქართველოს პარლამენტისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურისათვის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებით გათვალისწინებული ასიგნებების ჯამური მოცულობის შემცირება წინა და მიმდინარე წლების დამტკიცებული ბიუჯეტით განსაზღვრულ შესაბამის მოცულობასთან შედარებით შესაძლებელია შესაბამისად მხოლოდ საქართველოს პარლამენტისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წინასწარი თანხმობით. 4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით საქართველოს პარლამენტს მისთვის გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილებისათვის ამ კოდექსის 31-ე მუხლით დადგენილი უფლების გამოყენება შეუძლია შეუზღუდავად. |