FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  89

პოლიტიკური განცხადებები.
1. პარლამენტის პლენარული სხდომების (გარდა რიგგარეშე სხდომებისა და რიგგარეშე სესიის სხდომებისა) კვირის სამშაბათს დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ პარლამენტის წევრებს ამ მუხლით დადგენილი წესით ეთმობათ დრო განცხადებებისთვის. თითოეული პარლამენტის წევრის განცხადების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 4 წუთს. მისთვის გამოყოფილი დროის გაზრდა ან სხვა პარლამენტის წევრისთვის დათმობა დაუშვებელია. განცხადებებისთვის ფრაქციას ეძლევა იმდენი წუთი, რამდენი პარლამენტის წევრიც არის მასში გაერთიანებული, მაგრამ არანაკლებ 12 და არაუმეტეს 72 წუთისა. თუ ფრაქციაში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა რაოდენობის მიხედვით განსაზღვრული დრო ოთხზე უნაშთოდ არ იყოფა, ნაკლული დრო შესაბამისად შეივსება ოთხის ჯერადამდე.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  89

2. განცხადებებისთვის უფრაქციო პარლამენტის წევრები პირადად, ხოლო ფრაქციის წევრები − ფრაქციის ხელმძღვანელ პირთა მეშვეობით, დღის წესრიგის დამტკიცებამდე ეწერებიან განმცხადებელთა სიაში, რომელიც დგება პარლამენტის პლენარული სხდომის სამდივნოში და წარედგინება სხდომის თავმჯდომარეს. ასევე შესაძლებელია, პარლამენტის წევრი განმცხადებელთა სიაში ჩაეწეროს განცხადებების პროცედურის მიმდინარეობისას. პარლამენტის წევრები სიტყვით გამოდიან შემდეგი თანამიმდევრობით: თავდაპირველად − ყველაზე მრავალრიცხოვანი ფრაქციის წარმომადგენლები, შემდეგ − რიგითობის მიხედვით უფრო მცირერიცხოვანი ფრაქციების წარმომადგენლები, ხოლო ბოლოს − უფრაქციო პარლამენტის წევრები. ამასთანავე, სიტყვით არ უნდა გამოვიდეს ზედიზედ ერთი ფრაქციის ორზე მეტი წევრი და ზედიზედ ორი ან ორზე მეტი უფრაქციო პარლამენტის წევრი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც განმცხადებელთა სიაში არ არის ჩაწერილი სხვა ფრაქციის წევრი ან უფრაქციო პარლამენტის წევრი. პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე სიტყვით გამოსვლა დაუშვებელია. ამასთანავე, პარლამენტის წევრი განმცხადებელთა სიაში შეიძლება ჩაეწეროს მხოლოდ ერთხელ. თუ პარლამენტის წევრი სიტყვის მიცემის მომენტისთვის პლენარულ სხდომას არ ესწრება ან კუთვნილი დროით არ სარგებლობს, მას აღარ აქვს გამოსვლის უფლება.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  89

3. თუ დღის წესრიგის დამტკიცების დროისთვის პარლამენტის პლენარული სხდომის სამდივნოს განცხადებისთვის არცერთი პარლამენტის წევრი არ მიმართავს, სხდომაზე პარლამენტის წევრთა განცხადებების პროცედურა არ იმართება, რის შესახებაც სხდომის თავმჯდომარე აუწყებს სხდომას.
4. პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს, ცალკეულ შემთხვევებში პარლამენტის წევრებს დრო განცხადებებისთვის პლენარული სხდომების მიმდინარე კვირის სხვა დღეს გამოუყოს. ასეთ შემთხვევაში განცხადების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს, ხოლო განცხადებების საერთო ხანგრძლივობა – 30 წუთს. ამასთანავე, პარლამენტის წევრი განცხადებისთვის შეიძლება გამოვიდეს მხოლოდ ერთხელ.