Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 56 დამატებითი დაცვის მქონე პირის მიერ ლტოლვილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენა. 1. დამატებითი დაცვის მქონე პირს უფლება აქვს, ლტოლვილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადება ინდივიდუალურად წარადგინოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებული ლტოლვილის სტატუსის მინიჭების სამართლებრივი საფუძველი და ფაქტობრივი გარემოებები მისთვის დამატებითი დაცვის მინიჭების შემდეგ წარმოიშვა, ამავე კანონის მე-16 მუხლით განსაზღვრული გარემოებების გათვალისწინებით. აღნიშნული განცხადების განხილვის პერიოდში დამატებითი დაცვის მქონე პირი სარგებლობს დამატებითი დაცვის მქონე პირისთვის ამ კანონით გათვალისწინებული უფლებებით და ეკისრება ამავე კანონით განსაზღვრული მოვალეობები. 2. ამ მუხლით გათვალისწინებული ლტოლვილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადება განიხილება ამ კანონის 30-ე მუხლით დადგენილი წესით. |