Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ article 45 დეკომისიის დროს ავტორიზებული პირის ვალდებულებები. დეკომისიის დროს ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია: ა) უზრუნველყოს ბირთვული უსაფრთხოება, დაცულობა და გარემოს დაცვა, მათ შორის, კონტრაქტორის ან ქვეკონტრაქტორის მიერ სამუშაოების განხორციელებისას; ბ) მოამზადოს დეკომისიის გეგმის განსახორციელებლად საჭირო უსაფრთხოებისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასებები; გ) შექმნას იმ ძირითადი საკითხებისა და ცვლილებების მონაცემთა შენახვის სისტემა, რომლებიც შეიძლება მოხდეს ბირთვული და რადიაციული ობიექტის არსებობისას და რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიოს დეკომისიაზე; დ) ეფექტიანად და დროულად უზრუნველყოს ადგილის საბაზისო კვლევა; ე) დაასაბუთოს დეკომისიის ახალი ან გამოუცდელი მეთოდები და დასამტკიცებლად წარუდგინოს მარეგულირებელ ორგანოს; ვ) საბოლოო დახურვის თაობაზე გადაწყვეტილება მარეგულირებელ ორგანოს აცნობოს 2 თვით ადრე და წარადგინოს ობიექტის დეკომისიის განაცხადი, დეკომისიის საბოლოო გეგმასთან ერთად, ოპერირების საბოლოო შეწყვეტამდე 2 წლით ადრე; ზ) დაყოვნებული დემონტაჟის შემთხვევაში უზრუნველყოს ბირთვული და რადიაციული ობიექტის უსაფრთხოება და შესაბამისი დეკომისიის განხორციელება მომავალში; |
რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ article 45 თ) დეკომისიის უსაფრთხოდ განსახორციელებლად უზრუნველყოს სათანადო მართვის სისტემა და პერსონალი, მათ შორის, პასუხისმგებელი პირების გადამზადება საჭირო უნარებისა და ცოდნის მისაღებად; ი) ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციისათვის მზადყოფნის უზრუნველსაყოფად, განახორციელოს ასოცირებული საფრთხეების შესაბამისი ქმედებები და ინციდენტების შესახებ შეატყობინოს მარეგულირებელ ორგანოს; კ) დეკომისიის ნებისმიერ ეტაპზე უზრუნველყოს შესაბამისი ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობა. |