Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საინვესტიციო ფონდების შესახებ article 121 „საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ 1988 წლის 25 იანვრის კონვენციის ფარგლებში „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივი შეთანხმებით (CRS MCAA) ან საქართველოსა და შესაბამის იურისდიქციას შორის ფინანსური ანგარიშების თაობაზე ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები. ამ კანონის საფუძველზე ავტორიზებული/რეგისტრირებული საინვესტიციო კომპანია, აგრეთვე აქტივების მმართველი კომპანია მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტორიზებული/რეგისტრირებული ერთობლივი საინვესტიციო ფონდისთვის ვალდებულია განახორციელოს სათანადო პროცედურები „საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ 1988 წლის 25 იანვრის კონვენციის ფარგლებში „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივი შეთანხმებით (CRS MCAA) ან საქართველოსა და შესაბამის იურისდიქციას შორის ფინანსური ანგარიშების თაობაზე ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შესაბამისი შეთანხმებით გათვალისწინებული „ანგარიშგების საერთო სტანდარტის“ თანახმად და საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ინფორმაცია ანგარიშგებისადმი დაქვემდებარებული თითოეული ფინანსური ანგარიშის თაობაზე, თუ ეს საინვესტიციო კომპანია/ერთობლივი საინვესტიციო ფონდი აღნიშნული შეთანხმებით განსაზღვრული ანგარიშმგები ფინანსური ინსტიტუტია. |