Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს საჰაერო კოდექსი article 17 საჰაერო სივრცით მოქნილი სარგებლობა. 1. სახელმწიფოებრივი ინტერესების (მათ შორის, თავდაცვისუნარიანობის) გათვალისწინებით, საჰაერო მოძრაობისა და საჰაერო სივრცის ორგანიზების ხელშეწყობისთვის გამოიყენება საჰაერო სივრცით მოქნილი სარგებლობის კონცეფცია, რომელიც არის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპული ორგანიზაციის (EUROCONTROL) მიერ შემუშავებული, ევროპის სამოქალაქო ავიაციის კონფერენციის წევრ სახელმწიფოებში მოქმედი საჰაერო სივრცის მართვის კონცეფცია. 2. საჰაერო სივრცის ორგანიზება ხდება სამოქალაქო ავიაციის მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოებისა და სახელმწიფო ავიაციის მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოების მიერ საჰაერო სივრცის ერთობლივი, სამოქალაქო-სამხედრო კომიტეტის და საჰაერო სივრცის ორგანიზების ჯგუფის შექმნით და სტრატეგიულ, პრეტაქტიკურ და ტაქტიკურ დონეებზე მათი მჭიდრო კოორდინაციით. 3. საქართველოს საჰაერო სივრცით მოქნილი სარგებლობის წესს შეიმუშავებენ საქართველოსთავდაცვის სამინისტრო და სააგენტო და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. |