Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
თავდაცვის კოდექსი article 37 სამხედრო მოსამსახურის შრომის ანაზღაურება განსაკუთრებულ პირობებში. 1. სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც საომარ მოქმედებებში უშუალოდ მონაწილეობდა ან მშვიდობიანობის დროს სპეციალურ დავალებას ასრულებდა, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე წოდებრივი სარგო მიეცემა სამმაგი ოდენობით. 2. სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც საომარ მოქმედებებში უშუალოდ არ მონაწილეობდა, მაგრამ უზრუნველყოფდა საბრძოლო მოქმედებებს, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე წოდებრივი სარგო მიეცემა ორმაგი ოდენობით. 3. სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც სამხედრო სამსახურს გადის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ჯანმრთელობისთვის მავნე გარემოში, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე წოდებრივი სარგო მიეცემა ერთნახევარი ოდენობით. 4. სამხედრო მოსამსახურეს ამ მუხლის პირველი−მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებებისთვის, რომელთათვისაც დაწესებულია სამმაგი, ორმაგი და ერთნახევარი ოდენობების წოდებრივი სარგო, იმავე პრინციპით წელთა ნამსახურობა დაუანგარიშდება მხოლოდ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნებისთვის. |