Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 10
თავდაცვის კოდექსი article 180 მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვა, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისა და სარეზერვო სამხედრო სამსახურის ორგანიზება გარდამავალ პერიოდში. 1. 2024 წლის 1 იანვრამდე: ა) ამ კოდექსითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული უფლებამოსილებები, რომლებიც უკავშირდება სამხედრო აღრიცხვასა და მასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს (გაწვევის ორგანიზებას, გამოძახებას, გაწვევას, გაწვევისგან გათავისუფლებას ან გაწვევის გადავადებას), სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურს (ჩარიცხვას, გამოძახებას, გაწვევას, გაწვევისგან გათავისუფლებას ან გაწვევის გადავადებას), განახორციელოს მუნიციპალიტეტის მერმა/ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგებელმა, მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილმა სტრუქტურულმა ერთეულმა/ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურულმა ერთეულმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირებთან − დევნილებთან (გარდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აჟარის მუნიციპალიტეტიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა − დევნილებისა) დაკავშირებით − აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ, ხოლო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აჟარის მუნიციპალიტეტიდან იძულებით გადაადგილებულ პირებთან − დევნილებთან დაკავშირებით − აჟარის მუნიციპალიტეტმა; |
თავდაცვის კოდექსი article 180 ბ) შესაბამისმა უწყებამ/ორგანომ/სასწავლებელმა/დამსაქმებელმა ამ კოდექსითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის განსაზღვრული უფლებამოსილებები, რომლებიც უკავშირდება სამხედრო აღრიცხვასა და მასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს (გაწვევის ორგანიზებას, გაწვევას, გაწვევისგან გათავისუფლებას ან გაწვევის გადავადებას), სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურს (ჩარიცხვას, გამოძახებას, გაწვევას, გაწვევისგან გათავისუფლებას ან გაწვევის გადავადებას), განახორციელოს მუნიციპალიტეტის მერთან/ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგებელთან/მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილ სტრუქტურულ ერთეულთან/ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულთან ან/და სამინისტროსთან მიმართებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირებთან − დევნილებთან (გარდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აჟარის მუნიციპალიტეტიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა − დევნილებისა) დაკავშირებით − აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან მიმართებით, ხოლო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აჟარის მუნიციპალიტეტიდან იძულებით გადაადგილებულ პირებთან − დევნილებთან დაკავშირებით − აჟარის მუნიციპალიტეტთან მიმართებით. |
თავდაცვის კოდექსი article 180 2. 2024 წლის 1 იანვრამდე პირი ვალდებულია სამხედრო აღრიცხვასთან, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურსა და სარეზერვო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული ვალდებულებების შესასრულებლად გამოცხადდეს მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილ სტრუქტურულ ერთეულში/ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულში. 3. ამ კოდექსით მუნიციპალიტეტისთვის განსაზღვრული უფლებამოსილება არის მუნიციპალიტეტისთვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილება. 4. მუნიციპალიტეტისთვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებაზე სახელმწიფო დარგობრივ ზედამხედველობას საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად ახორციელებს: ა) ამ კოდექსის ამოქმედებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში − საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო; ბ) ამ კოდექსის ამოქმედებიდან 30 კალენდარული დღის შემდეგ 2024 წლის 1 იანვრამდე − სამინისტრო. |
თავდაცვის კოდექსი article 180 5. ამ კოდექსის 55-ე მუხლის მე-7 ნაწილით, მე-60 მუხლის მე-3 ნაწილით, 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 68-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 69-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 70-ე მუხლის მე-5 ნაწილითა და 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული უფლებამოსილებები ამ კოდექსის ამოქმედებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში განახორციელოს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ. 6. მუნიციპალიტეტისთვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად მუნიციპალიტეტის მერიაში (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აჟარის მუნიციპალიტეტში, თიღვის, ქურთის, ერედვის, ახალგორის მუნიციპალიტეტში − გამგეობაში), ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობაში იქმნება შესაბამისი სტრუქტურული ერთეული. |
თავდაცვის კოდექსი article 180 7. 2024 წლის 1 იანვრამდე წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისთვის იქმნება მუნიციპალიტეტის გამწვევი კომისია, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონში − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამწვევი კომისია. მუნიციპალიტეტის გამწვევი კომისიის შემადგენლობას ამტკიცებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერი, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამწვევი კომისიის შემადგენლობას − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგებელი. აღნიშნული გამწვევი კომისიის შემადგენლობაში წევრების სტატუსით შედიან სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები, ხოლო საჭიროების შემთხვევაში გამწვევი კომისიის შემადგენლობაში წევრის სტატუსით შედის აგრეთვე მუნიციპალიტეტის მერიის/ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის მოსამსახურე. |
თავდაცვის კოდექსი article 180 8. 2024 წლის 1 იანვრამდე გამწვევი კომისიის მიერ წვევამდელის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მის წვევამდელთა შემკრებ-გამანაწილებელ ცენტრამდე მიყვანას და უკან მგზავრობას, აგრეთვე აღნიშნულ პერიოდში წვევამდელის კვებას (საჭიროების შემთხვევაში) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტი/ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონი. აღნიშნულ ვალდებულებას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი ნებაყოფლობით ასრულებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეული პირის გამოცხადების ადგილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს სცილდება. 9. 2024 წლის 1 იანვრამდე მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი სტრუქტურული ერთეული/ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეული სამხედრო აღრიცხვისა და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს, აგრეთვე გაწვევის მიმდინარეობისა და შედეგების თაობაზე ინფორმაციას მოთხოვნის შემთხვევაში აწვდის სამინისტროს, რომელიც ამ მონაცემებსა და ინფორმაციას შეჯერებული სახით წარუდგენს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას. |
თავდაცვის კოდექსი article 180 11. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა სამხედრო აღრიცხვისა და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის სფეროში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილებები შეესაბამება ამ კოდექსით მუნიციპალიტეტისთვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებულ უფლებამოსილებებს. 12. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში შექმნას რამდენიმე გამწვევი კომისია და განსაზღვროს მათი შემადგენლობები. 13. ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების უზრუნველსაყოფად გამოიყენება ამ კოდექსის შესაბამისი დებულებები, რომლებიც უკავშირდება სამხედრო აღრიცხვას, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურსა და სარეზერვო სამხედრო სამსახურს. 14. ამ კოდექსის ამოქმედებამდე სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხული პირის შესაბამის კატეგორიაში აღრიცხვისთვის ამ კოდექსის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში შესაბამისი უფლებამოსილი სუბიექტი უზრუნველყოფს სათანადო ღონისძიებების განხორციელებას. |
თავდაცვის კოდექსი article 180 15. პირს, რომელმაც ამ კოდექსის ამოქმედებამდე გამოთქვა სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის გადახდის სურვილი და გადაიხადა მოსაკრებელი, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით შეუძლია ისარგებლოს მოსაკრებლის გადახდიდან 18 თვის ვადით, 25 წლის მიღწევამდე. 16. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო 2024 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოფს მოქალაქის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად აღიარების, აგრეთვე მოქალაქის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მოქმედების ვადის ამოწურვისა და აღნიშნული სტატუსის გადამოწმების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას: ა) ამ კოდექსის ამოქმედებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში − საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის; ბ) ამ კოდექსის ამოქმედებიდან 30 კალენდარული დღის შემდეგ − სამინისტროსთვის. |
თავდაცვის კოდექსი article 180 17. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 2024 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოფს ამ კოდექსის 71-ე მუხლის მე-4 ნაწილითა და 98-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის (მონაცემების) ელექტრონული ბაზის შექმნას. 18. წვევამდელთა შემკრებ-გამანაწილებელ ცენტრში ცენტრალური გამწვევი კომისიის შემადგენლობიდან შექმნილი სამუშაო ჯგუფი 2025 წლის 1 იანვრამდე განსაზღვრავს იმ უწყებას, რომელშიც წვევამდელმა წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური უნდა გაიაროს. 19. 2025 წლის 1 იანვრამდე წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის ოდენობა წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის 1 კალენდარული წლით გადავადებისთვის 2 000 ლარია. პირს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის გადახდის უფლებით შეუძლია ისარგებლოს 25 წლის მიღწევამდე. 20. სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელმა სუბიექტმა უზრუნველყოს: ა) ამ ნაწილის ამოქმედებამდე რეზერვში ჩარიცხული ან ჩასარიცხი პირის რეზერვის შესაბამის კატეგორიაში აღრიცხვა და მისთვის სამხედრო წოდების მინიჭება (ასეთი წოდების არარსებობის შემთხვევაში); |
თავდაცვის კოდექსი article 180 ბ) იმ პირის რეზერვის შესაბამის კატეგორიაში აღრიცხვა, რომელმაც ამ კოდექსის ამოქმედებამდე სამხედრო სავალდებულო სამსახური გაიარა საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის სახით, არანაკლებ 12 თვის ვადით და რომელსაც შეუწყდა შესაბამისი კონტრაქტი. |