FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საქართველოს საბაჟო კოდექსი

article  126

საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცევის გარეშე საქონლის საბაჟო საწყობში მოთავსება.
1. ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე, საბაჟო ორგანოს თანხმობით, თუ ეს უარყოფითად არ იმოქმედებს საბაჟო ზედამხედველობის განხორციელებაზე, შესაძლებელია:
    ა) საბაჟო საწყობში შენახულ იქნეს საქართველოს საქონელი;
    ბ) შიდა გადამუშავების პროცედურაში ან მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურაში მოქცეული საქონელი გადამუშავდეს საბაჟო საწყობში ამ პროცედურით განსაზღვრული პირობებისა და შესაბამისი შემთხვევებისთვის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის სპეციალური ნორმების დაცვით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქონელი არ მიიჩნევა საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეულად.