FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ

article  30

სხვა სახელმწიფოსათვის, საერთაშორისო ორგანიზაციისათვის ან სხვა სახელმწიფოს რეზიდენტი პირისათვის სახელმწიფო საიდუმლოების გადაცემის შეზღუდვა.
1. სხვა სახელმწიფოს, საერთაშორისო ორგანიზაციას ან სხვა სახელმწიფოს რეზიდენტ პირს ისეთი ინფორმაცია ან ინფორმაციის შემცველი, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებაა ან წინასწარ არის დასაიდუმლოებული ამ კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მისი მიკუთვნების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე შეიძლება გადაეცეს მხოლოდ საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ან შეთანხმების ან საქართველოს მთავრობის მოტივირებული განკარგულების საფუძველზე.
2. სხვა სახელმწიფოსთან (რომელთანაც საქართველოს არ აქვს გაფორმებული შესაბამისი შეთანხმება) ან საერთაშორისო ორგანიზაციასთან/სხვა სახელმწიფოს რეზიდენტ პირთან (რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ მიუღია შესაბამისი დაშვება) საიდუმლო კონტრაქტი (ხელშეკრულება, შეთანხმება), სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, შეიძლება დაიდოს საქართველოს მთავრობის განკარგულებით.
სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ

article  30

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნები არ ვრცელდება საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ან სხვა სახის სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილე ქვედანაყოფების მიერ სამხედრო ოპერატიულ-საბრძოლო დავალებებისა და ამოცანების შესრულების მიზნით ამ ოპერაციებში მონაწილე ქვეყნებთან გაცვლილ და ამ ქვეყნებისათვის გადაცემულ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციაზე.