FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 5

განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

article  21

გარდამავალი დებულებები.
1. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე ამ ტერიტორიებზე წარმოებული ან/და მოხმარებული განახლებადი და არაგანახლებადი (წიაღისეული) წყაროებიდან მიღებული ენერგია არ გაითვალისწინება ამ კანონის მიზნებისთვის, გარდა ენგურჰესისა და ვარდნილჰესის მიერ წარმოებული ელექტროენერგიისა, რომელიც საქართველოს იმ ტერიტორიას მიეწოდება, რომელზედაც სრულად ვრცელდება საქართველოს იურისდიქცია. ამ კანონის მიზნებისთვის აგრეთვე არ გაითვალისწინება ის ენერგია, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს ენერგიის უკმარისობის დროს მიეწოდა.
2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება განახლებად წყაროებზე მომუშავე ელექტროსადგურის მშენებლობასთან, ფლობასთან ან/და ოპერირებასთან დაკავშირებულ შეთანხმებებზე, რომლებიც ამ მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ძალაში შესვლამდე გაფორმდა.
განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

article  21

3. თუ განახლებად წყაროებზე მომუშავე ელექტროსადგურის მშენებლობის, ფლობის ან/და ოპერირების უფლება მოპოვებულია „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და მის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესებით, შეიძლება გამოყენებულ იქნეს ამ კანონით გათვალისწინებული მხარდაჭერის სქემები ან/და სხვა მექანიზმები, მათ შორის, ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის შესახებ შეთანხმებები, რაც განისაზღვრება საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებით.
4. განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოების მოწყობილობების მემონტაჟეების სერტიფიცირების წესების დამტკიცებამდე შესაბამისი ურთიერთობები დარეგულირდეს ამ წესების დამტკიცებამდე არსებული წესით.
5. საქართველოს მთავრობამ სამინისტროს წარდგინებით, ამ კანონის ამოქმედებიდან:
    ა) 6 თვის ვადაში უზრუნველყოს განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის გამოთვლის მეთოდოლოგიის დამტკიცება;
    ბ) 12 თვის ვადაში უზრუნველყოს განახლებადი ენერგიის ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცება;
    გ) 12 თვის ვადაში უზრუნველყოს განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემების დამტკიცება;
განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

article  21

დ) 18 თვის ვადაში უზრუნველყოს განახლებადი წყაროებიდან ენერგიის, გარდა მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ წარმოებული ელექტროენერგიისა, წარმოების წახალისების კონკურენტული აუქციონის გამოცხადებისა და ჩატარების წესისა და განახლებადი წყაროებიდან ენერგიის პრივილეგიური მწარმოებლის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების წესის დამტკიცება;
    ე) 19 თვის ვადაში უზრუნველყოს განახლებადი წყაროებიდან მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ ელექტროენერგიის წარმოების წახალისების კონკურენტული აუქციონის გამოცხადებისა და ჩატარების წესის დამტკიცება;
    ვ) 24 თვის ვადაში უზრუნველყოს ბიოსაწვავის, ბიოგაზისა და ბიოსითხის სერტიფიცირებისა და შესაბამისობის დადგენის წესების დამტკიცება;
    ზ) 24 თვის ვადაში უზრუნველყოს ბიოსაწვავის, ბიოგაზისა და ბიოსითხის  წარმოების ლიცენზირებისა და ფასწარმოქმნის წესების დამტკიცება;
    თ) 24 თვის ვადაში უზრუნველყოს ბიოსაწვავისა და ბიოსითხეების მდგრადობის კრიტერიუმების დადგენა;
    ი) 24 თვის ვადაში უზრუნველყოს ბიოსაწვავის, ბიოსითხეებისა და მათი წიაღისეული საწვავის კომპარატორების სათბურის გაზის გავლენის გამოთვლის წესების დამტკიცება.
6. საქართველოს მთავრობამ უფლებამოსილი ორგანოს წარდგინებით, ამ კანონის ამოქმედებიდან:
განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

article  21

ა) 1 თვის ვადაში უზრუნველყოს განახლებადი ენერგიის ეროვნული სამოქმედო გეგმისთვის ჰარმონიზებული ნიმუშის მინიმალური მოთხოვნების შემუშავების წესის დამტკიცება;
    ბ) 1 თვის ვადაში უზრუნველყოს თბური ტუმბოებიდან მიღებული ენერგიის აღრიცხვის წესის დამტკიცება;
    გ) 12 თვის ვადაში უზრუნველყოს თბური ტუმბოების ეკოლოგიური ეტიკეტირების მინიმალური მოთხოვნების შესახებ კანონქვემდებარე აქტის მიღება;
    დ) 12 თვის ვადაში უზრუნველყოს ამ კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად სერტიფიცირებული და კვალიფიციური მემონტაჟეების სიის დამტკიცება;
    ე) 24 თვის ვადაში უზრუნველყოს განახლებადი წყაროებიდან ენერგიის პრივილეგიურ მწარმოებელთან გასაფორმებელი ფასთა სხვაობის ხელშეკრულების სტანდარტული ფორმისა და განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოების მოწყობილობების მემონტაჟეების სერტიფიცირების წესების დამტკიცება.
7. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ამ კანონის ამოქმედებიდან:
    ა) 24 თვის ვადაში უზრუნველყოს განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის წესის დამტკიცება;
    ბ) 24 თვის ვადაში უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.
8. სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან:
განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

article  21

ა) 1 თვის ვადაში უზრუნველყოს ჰიდროენერგიისა და ქარის ენერგიისგან გამომუშავებული ელექტროენერგიის აღრიცხვის ნორმალიზაციის წესის დამტკიცება;
    ბ) 24 თვის ვადაში უზრუნველყოს განახლებადი წყაროებიდან მიღებული გათბობისა და გაგრილების წარმოშობის სერტიფიკატების გაცემის წესის დამტკიცება.