FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  150

ინფორმაციის წარდგენა.
1. საქართველოს მთავრობას, სამინისტროს, კომისიასა და სხვა კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებს, თავიანთი საქმიანობებიდან გამომდინარე, უფლება აქვთ, შესაბამისი უწყებებისგან და რეგულირებული საწარმოებისგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვონ მათ საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი მონაცემი და ინფორმაცია.
2. კომისიას უფლება აქვს, სხვა კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოებისგან და რეგულირებული საწარმოებისგან მოითხოვოს ამ კანონით განსაზღვრულ საქმიანობებზე ზედამხედველობის განხორციელებისთვის საჭირო ნებისმიერი მონაცემი და ინფორმაცია, მათ შორის, ენერგეტიკული გაერთიანების ორგანოებისგან ან/და ენერგეტიკული გაერთიანების მხარეებისგან ან მესამე ქვეყნებისგან მიღებული მონაცემები და ინფორმაცია.
3. რეგულირებული საწარმო ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მონაცემებსა და ინფორმაციას წარადგენს საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის მიერ დამტკიცებული ინფორმაციის წარდგენის წესების, შესაბამისად.