Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 8
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ article 16 საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვა. 1. საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვა, გარდა ამ კანონის მე-17 და მე-18 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხორციელდება სტრატეგიულ (პოლიტიკურ), ოპერაციულ და ტაქტიკურ დონეებზე, ამ კანონით დადგენილი წესით. 2. ეროვნული მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვას ახორციელებს: ა) სტრატეგიულ (პოლიტიკურ) დონეზე − საქართველოს პრემიერ-მინისტრი ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირი, რომელსაც პოლიტიკური გადაწყვეტილებების მისაღებად შესაბამის რეკომენდაციებსა და წინადადებებს წარუდგენს და ორგანიზაციულ და საინფორმაციო-ანალიტიკურ დახმარებას უწევს ეროვნული უსაფრთხოების საბჭო; |
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ article 16 საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვა. . ბ) ოპერაციულ დონეზე − სამინისტრო ან მინისტრის წარდგინების საფუძველზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით შექმნილი უწყებათაშორისი ოპერატიული ცენტრი. 3. ადგილობრივი მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვას ახორციელებს: ა) ეროვნული სისტემის შესაბამისი სუბიექტი − ისეთი საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში, რომლის სამართავად, მისი ხასიათიდან გამომდინარე, საკმარისია ეროვნული სისტემის ერთი სუბიექტის რეაგირების ძალები და საშუალებები; ბ) ადგილობრივი საგანგებო შტაბი – ისეთი საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში, რომლის სამართავად, მისი ხასიათიდან გამომდინარე, საჭიროა ერთი ან რამდენიმე მომიჯნავე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული სხვადასხვა რეაგირების ძალები და საშუალებები. |
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ article 16 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ეროვნული სისტემის შესაბამისი სუბიექტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ამ კანონის, სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმისა და საგანგებო მართვის გეგმის შესაბამისად, საკუთარი რესურსებით ოპერაციულ და ტაქტიკურ დონეებზე ორგანიზებას უწევს მოსალოდნელ, წარმოქმნილ ან განვითარებულ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებას. ეროვნული სისტემის შესაბამისი სუბიექტი ვალდებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს დაუყოვნებლივ მიაწოდოს საგანგებო სიტუაციის შესახებ ინფორმაცია. |
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ article 16 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ადგილობრივი საგანგებო შტაბი იქმნება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის წარდგინების საფუძველზე, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ადგილობრივი საგანგებო შტაბის შემადგენლობაში შედიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ტერიტორიული დანაყოფისა და ეროვნული სისტემის სხვა შესაბამისი სუბიექტების წარმომადგენლები. ადგილობრივი საგანგებო შტაბი ოპერაციულ და ტაქტიკურ დონეებზე ორგანიზებასა და კოორდინაციას უწევს მოსალოდნელ, წარმოქმნილ ან განვითარებულ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებას. ადგილობრივ საგანგებო შტაბს ხელმძღვანელობს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფლებამოსილი წარმომადგენელი. 6. ორგანო, რომელიც საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვას ოპერაციულ დონეზე ახორციელებს, უფლებამოსილია, ვითარების გათვალისწინებით, საგანგებო სიტუაციის ზონაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე შექმნას საველე ოპერაციების ერთი ან რამდენიმე შტაბი და დანიშნოს ამ შტაბის/შტაბების ხელმძღვანელი/ხელმძღვანელები. საველე ოპერაციების შტაბი/შტაბები ადგილზე ახორციელებს/ახორციელებენ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებას და ტაქტიკურ დონეზე რეაგირების ძალების მართვას. |
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ article 16 7. საველე ოპერაციების შტაბის შექმნამდე პირველად რეაგირებას ტაქტიკურ დონეზე ახორციელებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ტერიტორიული დანაყოფი. 8. თუ საველე ოპერაციების შტაბი შექმნილია, რეაგირების ძალები, მიუხედავად მათი დაქვემდებარებისა, საგანგებო სიტუაციის ზონაში მისვლისთანავე გადადიან საველე ოპერაციების შტაბის ხელმძღვანელის დაქვემდებარებაში. 9. ეროვნული მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციის გამოცხადების შემთხვევაში საქართველოს სამინისტროები (გარდა სამინისტროსი) და საქართველოს მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულებები ქმნიან შინაუწყებრივ საგანგებო შტაბებს, რომლებსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან უწყვეტი კავშირი აქვთ და, ოპერაციულ დონეზე უწყებათაშორისი ოპერატიული ცენტრის შექმნის შემთხვევაში, მის შემადგენლობაში შეყვანის მიზნით წარადგენენ არანაკლებ უწყების ხელმძღვანელის შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მოადგილეს ან/და სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელ თანამდებობის პირს. |
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ article 16 10. საქართველოს პრემიერ-მინისტრი სტრატეგიულ (პოლიტიკურ) დონეზე ეროვნული მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვას ახორციელებს ეროვნული სიტუაციური ოთახის გამოყენებით, რომლის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი. |
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ article 16 11. საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების დროს ადამიანთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, იმ ორგანოს გადაწყვეტილებით, რომელიც საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვას ოპერაციულ დონეზე ახორციელებს, შეიძლება შეიზღუდოს ან აიკრძალოს საგანგებო სიტუაციის ზონაში გადაადგილება/მოძრაობა. 12. საგანგებო სიტუაციის მნიშვნელობის მიხედვით საგანგებო სიტუაციაზე რეაგირება ხორციელდება სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის შესაბამისად. 13. საჭიროების შემთხვევაში, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უფლებამოსილია მოახდინოს მის მონაცემთა ბაზაში წინასწარ დარეგისტრირებული, შესაბამისი უნარების მქონე ვეტერანების მობილიზება და საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ღონისძიებებში ჩართვა. 14. საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით შეიძლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოყენებულ იქნენ საქართველოს თავდაცვის ძალების შესაბამისი ქვედანაყოფები, აგრეთვე საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვსა და არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის რეზერვში ჩარიცხული პირები. |
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ article 16 16. საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვის ორგანო საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების დროს აკონტროლებს რეაგირების ხარისხს, ხოლო საგანგებო სიტუაციის შედეგების ლიკვიდაციის შემდეგ − აფასებს საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისას გამოვლენილ ხარვეზებს და რეაგირებას. |