Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი article 166 ექსპერტიზის ჩატარების წესი სპეციალურ საექსპერტო დაწესებულებაში. 1. თუ სასამართლოს დავალებით ექსპერტიზის ჩატარება მინდობილი აქვს სპეციალური სასამართლო-საექსპერტო დაწესებულების ექსპერტს, სასამართლო უგზავნის ამ დაწესებულებას თავის განჩინებას ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, აგრეთვე ექსპერტიზის ჩატარებისათვის აუცილებელ მასალებს. 2. სასამართლოს განჩინების მიღების შემდეგ საექსპერტო დაწესებულების ხელმძღვანელი ექსპერტიზის ჩატარებას მიანდობს ამ დაწესებულების ერთ ან რამდენიმე თანამშრომელს. 3. სასამართლოს დავალებით საექსპერტო დაწესებულების ხელმძღვანელი განუმარტავს თანამშრომლებს, რომლებსაც მიენდოთ ექსპერტიზის ჩატარება, ექსპერტის უფლება-მოვალეობებს, რაც გათვალისწინებულია 168-ე მუხლით, აგრეთვე დასკვნის მიცემაზე უარის თქმისათვის თავის არიდებისა თუ შეგნებულად ყალბი დასკვნის მიცემისათვის პასუხისმგებლობას, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით. ამის შესახებ მათ ჩამოერთმევათ ხელწერილი, რომელიც ექსპერტის დასკვნასთან ერთად გადაეგზავნება სასამართლოს. |