Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ article 11 1. საჯარო მოსამსახურე, რომლის მოვალეობაა კოლეგიური ორგანოს შემადგენლობაში იმ გადაწყვეტილების მიღება, რომლის მიმართაც მას ქონებრივი ან სხვა პირადი ინტერესი აქვს, ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს ამ ორგანოს სხვა წევრებს ან თავის უშუალო ხელმძღვანელს და უარი განაცხადოს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობაზე. 2. საჯარო მოსამსახურე, რომლის მოვალეობაა იმ გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღება, რომლის მიმართაც მას ქონებრივი ან სხვა პირადი ინტერესი აქვს, ვალდებულია განაცხადოს თვითაცილების შესახებ და ამის თაობაზე წერილობით აცნობოს თავის უშუალო ხელმძღვანელს (ზემდგომ ორგანოს), რომელიც ან თვითონ იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, ან ამ მოვალეობას სხვა თანამდებობის პირს აკისრებს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საჯარო მოსამსახურეს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერა შეუძლია მხოლოდ თავისი უშუალო ხელმძღვანელის (ზემდგომი ორგანოს) წერილობითი თანხმობის საფუძველზე, რის შესახებაც უნდა მიეთითოს შესაბამის გადაწყვეტილებაში. |
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ article 11 4. ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები არ ვრცელდება საქართველოს პრეზიდენტზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრზე, საქართველოს პარლამენტის წევრზე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებსა და აღმასრულებელი ორგანოების ხელმძღვანელებზე. |