FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

ნოტარიატის შესახებ

article  43

თანამდებობის პირთა მიერ იმ ანდერძებისა და რწმუნებულებების დადასტურება, რომლებიც უთანაბრდება სანოტარო წესით დადასტურებულ დოკუმენტებს.
1. სანოტარო წესით დადასტურებულ დოკუმენტებს უთანაბრდება: ა) საავადმყოფოში, სხვა სტაციონარულ სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებაში ან სანატორიუმში სამკურნალოდ მყოფი პირის ანდერძი, რომელიც დადასტურებულია ამ საავადმყოფოს, სხვა სტაციონარული სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულების ან სანატორიუმის მთავარი ექიმის, სამედიცინო ნაწილში მისი მოადგილის ან მორიგე ექიმის მიერ; ხანდაზმულთა ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სპეციალიზებულ დაწესებულებაში მცხოვრები პირის ანდერძი, რომელიც დადასტურებულია ამ სპეციალიზებული დაწესებულების დირექტორის ან მთავარი ექიმის მიერ; ჰოსპიტალში, სანატორიუმში ან სხვა სამხედრო-სამკურნალო დაწესებულებაში სამკურნალოდ მყოფი სამხედრო მოსამსახურის ან სხვა პირის ანდერძი და რწმუნებულება, რომლებიც დადასტურებულია ამ ჰოსპიტლის, სანატორიუმის ან სხვა სამხედრო-სამკურნალო დაწესებულების უფროსის, სამედიცინო ნაწილში მისი მოადგილის, სამედიცინო ნაწილის უფროსის ან მორიგე ექიმის მიერ;
    ბ) საქართველოს ალმით მცურავ საზღვაო გემზე ან საჰაერო ხომალდზე მყოფ მოქალაქეთა ანდერძები, რომლებიც დადასტურებულია ამ საზღვაო გემის კაპიტნის ან საჰაერო ხომალდის მეთაურის მიერ;
ნოტარიატის შესახებ

article  43

გ) საძიებო-სადაზვერვო და სხვა, მათ მსგავს ექსპედიციებში მყოფ მოქალაქეთა ანდერძები, რომლებიც დადასტურებულია შესაბამისი ექსპედიციის უფროსის მიერ;
    დ) სამხედრო მოსამსახურეთა ანდერძები და რწმუნებულებანი, ხოლო იმ ჯარის ნაწილის, შენაერთის, დაწესებულებისა და სამხედრო სასწავლებლის დისლოკაციის პუნქტებში, სადაც არ არის სანოტარო ბიურო და სანოტარო მოქმედების შემსრულებელი სხვა ორგანოები, – აგრეთვე მუშა-მოსამსახურეთა, მათი ოჯახის წევრებისა და სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახის წევრების ანდერძები და რწმუნებულებანი, რომლებიც დადასტურებულია ამ ნაწილის, შენაერთის, დაწესებულებისა და სასწავლებლის მეთაურის (უფროსის) მიერ;
    ე) პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ პირთა ანდერძები და რწმუნებულებანი, რომლებიც დადასტურებულია ამ დაწესებულების დირექტორის მიერ.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირებს ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისი ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანოტარო მოქმედების შესრულების უფლებამოსილება ენიჭებათ მხოლოდ ელექტრონული სანოტარო რეესტრის ხელმისაწვდომობის შემთხვევაში.
ნოტარიატის შესახებ

article  43

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოანდერძე ჩვეულ საყოფაცხოვრებო პირობებში დაბრუნებისთანავე ანდერძს წარუდგენს ნოტარიუსს, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამისი სანოტარო მოქმედების რეგისტრაციას ელექტრონულ სანოტარო რეესტრში. ჩვეულ საყოფაცხოვრებო პირობებში დაბრუნებამდე მოანდერძის გარდაცვალების შემთხვევაში ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირები ვალდებული არიან მათთან დაცული ანდერძები ოფიციალური დეპონირებისათვის წარუდგინონ ნოტარიუსს, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამისი სანოტარო მოქმედების რეგისტრაციას ელექტრონულ სანოტარო რეესტრში.