Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 6
განათლების ხარისხის განვითარების შესახებ article 322 საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელახალი ავტორიზაცია და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცია. 1. იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომლის ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2011–2015 წლებში, ავტორიზაციის 5-წლიანი ვადა გაუგრძელდეს 1 წლით. 2. 2011-2012 წლებში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამები ჩაითვალოს აკრედიტებულად საქართველოს მთავრობის განკარგულებით ამ საგანმანათლებლო პროგრამების ხელახალი აკრედიტაციისათვის დადგენილი ეტაპების შესაბამისად. 2017 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოს მთავრობის განკარგულებით განისაზღვროს 2011-2012 წლებში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების 2018–2022 წლებში ხელახალი აკრედიტაციის ეტაპები „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებით დამტკიცებული „მიმართულებების, დარგების/სპეციალობების, ქვედარგების/ სპეციალიზაციებისა და პროფესიული სპეციალიზაციების ჩამონათვალით“ (დანართი №4) გათვალისწინებული მიმართულებების მიხედვით. |
განათლების ხარისხის განვითარების შესახებ article 322 21. 2011-2012 და 2014-2015 წლებში აკრედიტებული მასწავლებლის მომზადების ბაკალავრიატის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები (ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის შემადგენელი ნაწილია) აკრედიტებულად ჩაითვალოს 2022-2023 სასწავლო წლის დაწყებამდე. 22. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელსაც მიმდინარე ავტორიზაციის ვადა 2020 წელს ეწურება, ეს ვადა გაუგრძელდეს 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. 23. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელსაც მიმდინარე ავტორიზაციის ვადა 2021 წლის 1 მარტამდე ეწურება, ეს ვადა გაუგრძელდეს 2021 წლის 1 ივლისამდე. 24. უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას (გარდა 2011-2012 წლებში აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამისა), რომელსაც მიმდინარე აკრედიტაციის ვადა 2020 წელს ეწურება, ეს ვადა გაუგრძელდეს 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. 25. დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამას (გარდა 2011-2012 წლებში აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამისა), რომელსაც მიმდინარე აკრედიტაციის ვადა 2020 წელს ეწურება, ეს ვადა გაუგრძელდეს 2021 წლის 1 ივლისამდე. |
განათლების ხარისხის განვითარების შესახებ article 322 3. 2018 წლის 1 იანვრამდე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ამ კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებული ავტორიზაციის პირობების შემოწმება განხორციელდეს 2016 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი ავტორიზაციის სტანდარტების შესაბამისად. 4. 2022 წლის 1 ივნისის მდგომარეობით აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამები ჩაითვალოს აკრედიტებულად მინისტრის ბრძანებით ამ საგანმანათლებლო პროგრამების ხელახალი აკრედიტაციისთვის დადგენილი ეტაპების შესაბამისად. 2022 წლის 1 ივლისამდე მინისტრის ბრძანებით განისაზღვროს 2022 წლის 1 ივნისის მდგომარეობით აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების მიერ 2022–2028 წლებში ხელახალი აკრედიტაციის გავლის ეტაპები სწავლის სფეროების კლასიფიკატორით გათვალისწინებული სწავლის სფეროების მიხედვით. |
განათლების ხარისხის განვითარების შესახებ article 322 5. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია 2022 წლის 1 ივნისის მდგომარეობით არააკრედიტებულ რეჟიმში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა განახორციელოს ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი სწავლის სფეროსთვის განსაზღვრული აკრედიტაციის ვადის გასვლამდე. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის არააკრედიტებულ რეჟიმში განხორციელება დაუშვებელია. 6. 2022 წლის 1 ივნისის მდგომარეობით აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, რომელთაც მიმდინარე აკრედიტაციის ვადა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მინისტრის ბრძანებით ხელახალი აკრედიტაციისთვის განსაზღვრული ეტაპის ვადის გასვლიდან 2 წლის შემდეგ ეწურება, ჩაითვალოს აკრედიტებულად ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი შესაბამისი სწავლის სფეროსთვის განსაზღვრული აკრედიტაციის მომდევნო ვადის გასვლამდე. 7. 2022 წლის 1 ივლისამდე მინისტრის ბრძანებით განისაზღვროს ამ მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი. |
განათლების ხარისხის განვითარების შესახებ article 322 8. ამ მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული ვადები არ ვრცელდება 2022 წლის 1 ივნისის მდგომარეობით მოქმედ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამასა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომლებსაც მინიჭებული აქვს პირობითი აკრედიტაცია. 9. ამ მუხლის მე-4−მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული ვადები არ ვრცელდება იმ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომლის აკრედიტაცია განახორციელა ცენტრის მიერ აღიარებულმა შესაბამისი კომპეტენციის მქონე უცხოურმა ორგანიზაციამ, ამასთანავე, ამ ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აკრედიტაცია აკრედიტაციის დებულებით დადგენილი წესით ცენტრის მიერაა აღიარებული. მუხლი 32-3. 2010 წლის 1 სექტემბრის შემდეგ მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება/ლეგალიზაცია დაუშვებელია განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება/ლეგალიზაცია, თუ განათლება მიღებულია ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში 2010 წლის 1 სექტემბრის შემდეგ. |
განათლების ხარისხის განვითარების შესახებ article 322 მუხლი 32-4. ცენტრში 2020 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 1 ოქტომბრამდე წარდგენილ საავტორიზაციო განაცხადზე ადმინისტრაციული წარმოების ვადის შეჩერება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოსაპოვებლად ცენტრში 2020 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 1 ოქტომბრამდე წარდგენილ საავტორიზაციო განაცხადზე ადმინისტრაციული წარმოების ვადა ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან დაკავშირებით ავტორიზაციის დებულებით გათვალისწინებული ისეთი ადმინისტრაციული წარმოების ვადა, რომლის განხორციელებაც, ცენტრის დირექტორის გადაწყვეტილებით, ამ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში შესაბამისი ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტის გარეშე შეუძლებელია, შეჩერდეს 2021 წლის 1 იანვრამდე. მუხლი 32-1 მუხლით გათვალისწინებულ სააპელაციო საბჭოში „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე დამტკიცებული „ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების მიერ ავტორიზაციის გავლის, აგრეთვე დაწესებულების ავტორიზაციის შეჩერებისა და შეწყვეტის დროებითი წესის“ შესაბამისად. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3960 – ვებგვერდი, 25.12.2023წ. |