Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ article 50 ფიზიკური უსაფრთხოების (დაცულობის) რეგულირება. 1. საქართველოს მთავრობა პასუხისმგებელია ფიზიკური უსაფრთხოების (დაცულობის) რეგულირების სფეროში სახელმწიფო სტრატეგიის განსაზღვრისათვის. 2. ფიზიკური უსაფრთხოების (დაცულობის) ძირითადი პრინციპებია: ა) სახელმწიფოს პასუხისმგებლობა – ფიზიკური უსაფრთხოების (დაცულობის) სისტემის ჩამოყალიბება, დანერგვა და შენარჩუნება; ბ) პასუხისმგებლობა საერთაშორისო გადაზიდვებზე – რადიაციული მასალების საერთაშორისო გადაზიდვის შემთხვევაში საქართველოს პასუხისმგებლობა მათ ადეკვატურ დაცვაზე ვრცელდება მანამ, სანამ პასუხისმგებლობა შესაბამისად არ გადავა სხვა ქვეყანაზე; გ) საკანონმდებლო და მარეგულირებელი სისტემა – საქართველოს მთავრობა ვალდებულია შექმნას და შეინარჩუნოს ფიზიკური უსაფრთხოების (დაცულობის) მართვის სამართლებრივი საფუძველი, რომელიც უზრუნველყოფს ბირთვული და რადიაციული ობიექტების და მასალების ფიზიკური უსაფრთხოების (დაცულობის) უზრუნველყოფის მოთხოვნებს ლიცენზიის მფლობელისადმი, ასევე ამ მოთხოვნათა შესრულების მექანიზმს; დ) ლიცენზიის მფლობელის პასუხისმგებლობა − ლიცენზიის მფლობელის პასუხისმგებლობა ფიზიკური უსაფრთხოების (დაცულობის) სხვადასხვა ელემენტის განხორციელებაზე; |
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ article 50 ე) უსაფრთხოების (დაცულობის) კულტურა − ფიზიკური უსაფრთხოების (დაცულობის) უზრუნველყოფის პრიორიტეტად აღიარება მის განხორციელებაში ჩართული ყველა ორგანიზაციის მიერ; ვ) ეტაპობრივი მიდგომა − ქმედებათა თანამიმდევრობა, რომელიც ითვალისწინებს საფრთხის შეფასებას, ფიზიკური უსაფრთხოების (დაცულობის) ღონისძიებების უზრუნველყოფის ეტაპობრივ განხორციელებას; ზ) ღრმა დაცულობა − ფიზიკური უსაფრთხოების (დაცულობის) მოთხოვნებში მრავალდონიანი დაცვის და დაცვის მეთოდების (სტრუქტურულისა და ტექნიკურის, ინდივიდუალურისა და ორგანიზაციულის) ასახვა, რომელთა გადალახვაც მოუწევს დამრღვევს თავისი მიზნების მისაღწევად; თ) ხარისხის უზრუნველყოფა − ფიზიკური უსაფრთხოების (დაცულობის) ხარისხის პროგრამის შექმნა და განხორციელება დადგენილი მოთხოვნების შესრულების უზრუნველსაყოფად; ი) საგანგებო რადიაციულ სიტუაციებზე რეაგირების გეგმები − ლიცენზიის მაძიებლის მიერ რადიაციული მასალების უკანონო გადაადგილებაზე, ბირთვული და რადიაციული ობიექტების ან ბირთვული მასალების საბოტაჟზე ან ამგვარი ქმედებების მცდელობაზე რეაგირების გეგმების შემუშავება; მასზე უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოების მხრიდან კონტროლის დამყარების ვალდებულება; |
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ article 50 კ) კონფიდენციალობა − ინფორმაციის დაცვისათვის მოთხოვნათა ჩამოყალიბება ბირთვული მასალების და ბირთვული და რადიაციული ობიექტების დაცვის უსაფრთხოების პირობების დარღვევის თავიდან ასაცილებლად. |