FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 10

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

article  157

ტერმინთა განმარტებები. ამ კარის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
    ა) პირი: ა.ა) ფიზიკური პირი; ა.ბ) საწარმო ან ორგანიზაცია ამ კოდექსის შესაბამისად; ა.გ) პირთა გაერთიანება, რომელიც დამოუკიდებლად მონაწილეობს სამართლებრივ ურთიერთობებში, მაგრამ არა აქვს იურიდიული პირის სტატუსი;
    ბ) დასაბეგრი პირის დაფუძნების ადგილი − ადგილი, საიდანაც დასაბეგრი პირი ახორციელებს თავის ძირითად ეკონომიკურ საქმიანობას, სადაც ფუნქციონირებს დასაბეგრი პირის მმართველობითი ორგანო და მიიღება მის საქმიანობასთან/მართვასთან დაკავშირებული ძირითადი გადაწყვეტილებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსი

article  157

ტერმინთა განმარტებები. .
    გ) ფიქსირებული დაწესებულება − ნებისმიერი ადგილი, რომელიც არ არის დასაბეგრი პირის დაფუძნების ადგილი, მაგრამ ხასიათდება მუდმივობის საკმარისი ხარისხით, აგრეთვე სათანადო სტრუქტურით ადამიანური და ტექნიკური რესურსების თვალსაზრისით, რაც აძლევს მას შესაძლებლობას გასწიოს ან მიიღოს მომსახურება და გამოიყენოს იგი საკუთარი საჭიროებისთვის;
    დ) მუდმივი მისამართი − ფიზიკური პირის მისამართი, სადაც ის რეგისტრირებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით ან მისამართი, რომლის შესახებ ფიზიკურმა პირმა აცნობა საგადასახადო ორგანოს, თუ არ არსებობს მტკიცებულება, რომ ეს მისამართი არ ასახავს რეალობას;
    ე) საცხოვრებელი ადგილი − ადგილი, რომელსაც ფიზიკური პირი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს, პირადი ან ეკონომიკური საქმიანობის მიზნიდან/ვალდებულებიდან გამომდინარე, მისი ამ საცხოვრებელ ადგილთან მჭიდრო/სტაბილური კავშირის არსებობის გათვალისწინებით;
საქართველოს საგადასახადო კოდექსი

article  157

ვ) საქართველოს ტერიტორია − საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ტერიტორია, მათ შორის, სახმელეთო სივრცე, მისი წიაღი და საჰაერო სივრცე მის ზემოთ, შიდა წყლები და ტერიტორიული ზღვა, მათი ფსკერი, წიაღი და საჰაერო სივრცე მათ ზემოთ, აგრეთვე, მის ტერიტორიულ ზღვასთან მიმდებარე ზონა, განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა და კონტინენტური შელფი, რომელთა მიმართ საქართველოს შეუძლია განახორციელოს თავისი სუვერენული უფლებები ან/და იურისდიქცია საერთაშორისო სამართლის შესაბამისად;
    ზ) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები − ორგანოები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებენ საკანონმდებლო, აღმასრულებელ ან სასამართლო ხელისუფლებას, აგრეთვე სახელმწიფო ზედამხედველობასა და კონტროლს;
    თ) უძრავი ნივთი: თ.ა) მიწის ზედაპირზე ან მის ქვეშ არსებული ნებისმიერი ადგილი, რომელზედაც შესაძლებელია წარმოიშვას საკუთრების ან მფლობელობის უფლება; თ.ბ) მიწაზე ან მის ქვეშ განთავსებული ნებისმიერი შენობა/ნაგებობა, რომელიც მყარად არის დაკავშირებული მიწასთან და არ არის გამიზნული დროებითი სარგებლობისთვის; თ.გ) ნებისმიერი ნივთი, რომელიც შენობის/ნაგებობის განუყოფელი ნაწილია და რომლის გარეშეც ეს შენობა ან ნაგებობა არასრულია, კერძოდ, კარი, ფანჯარა, სახურავი, კიბე, ლიფტი და სხვა მსგავსი ნივთები;
საქართველოს საგადასახადო კოდექსი

article  157

თ.დ) ნებისმიერი ნივთი, აღჭურვილობა ან მანქანა-დანადგარი, რომელიც მუდმივად დამონტაჟებულია შენობაში/ნაგებობაში და რომლის გადაადგილება შეუძლებელია მისი განადგურების, გადაკეთების ან მისთვის დანიშნულების შეცვლის გარეშე;
    ი) მცირე ღირებულების საჩუქარი − საქონელი ან მომსახურება, რომლის გადაცემა ხორციელდება უსასყიდლოდ და რომლის ღირებულება, დღგ-ის გარეშე, ერთ ფიზიკურ პირზე არ აღემატება კალენდარული წლის განმავლობაში 50 ლარს. მცირე ღირებულების საჩუქრად არ განიხილება სარეკლამო და წარმომადგენლობითი ხარჯი;
    კ) სავაჭრო შუამავალი − დასაბეგრი პირი, რომლის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს შესყიდული ბუნებრივი გაზის ან ელექტროენერგიის გადაყიდვა და რომლის მიერ აღნიშნული საქონლის პირადი მიზნისთვის მოხმარების მოცულობა უმნიშვნელოა;
    ლ) დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ქვედანაყოფი − დასაბეგრი პირის აქტივების ნაწილი, რომელიც წარმოადგენს ერთმანეთთან ფუნქციურად დაკავშირებული ძირითადი საშუალებებისა და თანმხლები კომუნიკაციების ერთობლიობას და რომლის დამოუკიდებლად ფუნქციონირება არ არის დამოკიდებული მესაკუთრის შეცვლაზე;
საქართველოს საგადასახადო კოდექსი

article  157

მ) დამხმარე ხასიათის მომსახურება/საქონელი − მომსახურება/საქონელი, რომლის შეძენა არ არის მისი მომხმარებლის ძირითადი მიზანი, მაგრამ გამიზნულია მისთვის ძირითადი მომსახურების გაწევის/საქონლის მიწოდების პირობების გაუმჯობესების ან/და უკეთ სარგებლობის უზრუნველსაყოფად;
    ნ) უშუალოდ დაკავშირებული მომსახურება/საქონელი − მომსახურება/საქონელი, რომლის მიწოდება ხორციელდება ძირითადი მომსახურების/საქონლის მიწოდების უზრუნველსაყოფად და რომლის განხორციელება აუცილებელია ამ ძირითადი ოპერაციის შესრულებისთვის;
    ო) უწყვეტი მომსახურება − მომსახურება, რომლის შედეგით სარგებლობა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია უწყვეტად, საანგარიშო პერიოდის ნებისმიერ მომენტში;
    პ) რეგულარული მომსახურება − მომსახურება, რომელიც არ არის უწყვეტი მომსახურება, მაგრამ მისი მიღების უფლება ხელშეკრულების/შეთანხმების მიხედვით მომხმარებელს აქვს საანგარიშო პერიოდის კონკრეტულ მომენტში, მომსახურების გამწევთან დამატებითი შეთანხმების გარეშე;
    ჟ) ელექტრონულად გაწეული მომსახურება − მომსახურება, რომელიც გაიწევა ინტერნეტით ან ელექტრონული ქსელით, რომლის მიწოდებაც არსებითად ავტომატიზებულია, მინიმალურად საჭიროებს ადამიანის ჩარევას და მისი მიწოდება შეუძლებელია საინფორმაციო ტექნოლოგიების გარეშე; მათ შორის:
საქართველოს საგადასახადო კოდექსი

article  157

ჟ.ა) ციფრული პროდუქტის მიწოდება, პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერისა და მისი განახლებული ვერსიის მიწოდების ჩათვლით; ჟ.
    ბ) ვებგვერდის მიწოდება; ჟ.გ) ვებჰოსტინგი, პროგრამული უზრუნველყოფისა და აპარატურის დისტანციური ტექნიკური მომსახურება; ჟ.დ) პროგრამული უზრუნველყოფა და შესაბამისი განახლება; ჟ.ე) გამოსახულების, ტექსტისა და ინფორმაციის მიწოდება მონაცემთა ბაზის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით; ჟ.ვ) მუსიკის, ფილმისა და თამაშების (მათ შორის, აზარტული თამაშების) მიწოდება; ჟ.ზ) პოლიტიკური, კულტურული, სახელოვნებო, სპორტული, სამეცნიერო და გასართობი გადაცემების მაუწყებლობა და მიწოდება; ჟ.თ) დისტანციური სწავლების მიწოდება; ჟ.ი) საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული მომსახურების სხვა სახეები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსი

article  157

რ) საბაზრო ფასი − ფასი, რომელიც გადასახდელი იქნებოდა მომხმარებლის მიერ შესაბამის დროს ამ საქონლის ან მომსახურების შესყიდვისას იმავე დონის ბაზარზე, სადაც თავისუფალი კონკურენციისა და სუბიექტების ეკონომიკური დამოუკიდებლობის პირობებში ხორციელდება საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა და, სადაც ეს ოპერაცია იბეგრება დღგ-ით. თუ შეუძლებელია საქონლის ან მომსახურების შედარებითი ფასის დადგენა, დღგ-ის მიზნისთვის საბაზრო ფასი არის: რ.ა) საქონლისთვის − ფასი, რომელიც არ უნდა იყოს ამ ან ანალოგიური საქონლის შესყიდვის ფასზე ნაკლები, ხოლო, თუ შესყიდვის ფასი არ არსებობს, ამ საქონლის წარმოების ღირებულება მისი მიწოდების მომენტში; რ.ბ) მომსახურებისთვის − ფასი, რომელიც არ უნდა იყოს ნაკლები ამ მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ყველა დანახარჯის ღირებულებაზე;
    ს) ვაუჩერი − ინსტრუმენტი, რომელიც წარმოშობს დასაბეგრი პირის ვალდებულებას, მიიღოს იგი, როგორც ანაზღაურება ან ანაზღაურების ნაწილი საქონლის/მომსახურების მიწოდების სანაცვლოდ და მასში ან მასთან დაკავშირებულ დოკუმენტში იდენტიფიცირებადია მისაწოდებელი საქონელი/მომსახურება ან პოტენციური მიმწოდებელი, აგრეთვე ამ ინსტრუმენტის გამოყენების პირობები;
საქართველოს საგადასახადო კოდექსი

article  157

ტ) ერთჯერადი ვაუჩერი − ვაუჩერი, რომლის გამოშვებისას იდენტიფიცირებადია მასთან დაკავშირებული საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ადგილი და ამ ოპერაციასთან დაკავშირებით დასარიცხი დღგ;
    უ) მრავალჯერადი ვაუჩერი − ვაუჩერი, რომელიც არ არის ერთჯერადი ვაუჩერი;
    ფ) მეორადი ნივთი − გამოყენებული მოძრავი ნივთი, რომელიც გამოყენებისთვის კვლავ ვარგისია არსებული სახით ან შეკეთების შემდეგ, გარდა ხელოვნების ნიმუშისა, საკოლექციო ნივთისა და ანტიკვარიატისა, აგრეთვე ძვირფასი ლითონის ან ძვირფასი ქვისა, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობით;
    ქ) დასაბეგრი დილერი − ნებისმიერი დასაბეგრი პირი, რომელიც ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში, შემდგომი რეალიზაციის მიზნით ყიდულობს ან საკუთარი ეკონომიკური საქმიანობისთვის იყენებს მეორად ნივთს, ხელოვნების ნიმუშს, საკოლექციო ნივთს ან ანტიკვარიატს ან ახორციელებს ამ საქონლის იმპორტს, მიუხედავად იმისა, მოქმედებს იგი საკუთარი თუ სხვა პირის სახელით, მასთან ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის მიხედვით საკომისიოს გადახდა ხორციელდება საქონლის შეძენისას ან გაყიდვისას;
    ღ) სეს ესნ − საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურა;
საქართველოს საგადასახადო კოდექსი

article  157

ყ) სატრანსპორტო საშუალების მოკლევადიანი იჯარა − სატრანსპორტო საშუალების (სეს ესნ-ის 86-ე, 87-ე, 88-ე და 89-ე ჯგუფებით გათვალისწინებული საჰაერო ხომალდის, გემის და ნებისმიერი სხვა სატრანსპორტო საშუალების) უწყვეტად ფლობა ან გამოყენება, გემის შემთხვევაში − არაუმეტეს 90 დღისა, ხოლო სხვა სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში − არაუმეტეს 30 დღისა;
    შ) ტუროპერატორი − პირი, რომელიც ახორციელებს ტურისტული პროდუქტის ფორმირებას და ტურისტისთვის მიწოდებას;
    ჩ) ტურისტი – ფიზიკური პირი, რომელსაც მიეწოდება ტურისტული პროდუქტი, საქართველოში არანაკლებ 24 საათის და არაუმეტეს ერთი წლის ვადით მოგზაურობის (მათ შორის, დასვენების ან/და გაჯანსაღების) მიზნით;
    ც) ტურისტული პროდუქტი – ტურისტული მომსახურების სახეობათა (მათ შორის, ტრანსპორტირება, განთავსება, კვება, გიდის მომსახურება, აგრეთვე ტურისტული მომსახურების დამხმარე მომსახურება) არანაკლებ ორი კომპონენტის ერთობლიობა;
საქართველოს საგადასახადო კოდექსი

article  157

ძ) ძირითადი საშუალების (შენობის/ნაგებობის) რემონტი – შენობის/ნაგებობის ელემენტების მოდიფიკაცია (რეკონსტრუქცია) მათი სასარგებლო მომსახურების ვადის გახანგრძლივების მიზნით და მათი მწარმოებლურობის ამაღლების უზრუნველსაყოფად, გარდა მიმდინარე საექსპლუატაციო ხარჯებისა, რომლებიც გაიწევა ძირითადი საშუალების ამოსავალი მწარმოებლურობის აღდგენის ან შენარჩუნების მიზნით.