Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
წყლის რესურსების მართვის შესახებ article 14 მოსახლეობის დაკმაყოფილება სასმელი და საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის განკუთვნილი წყლით. 1. წყლის რესურსები სარგებლობაში პირველ რიგში გაიცემა მოსახლეობის სასმელი ან/და საყოფაცხოვრებო საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. წყალზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის უფლების ფარგლებში უზრუნველყოფილია მოსახლეობის უსაფრთხო წყლით უწყვეტად, საკმარისი რაოდენობითა და ხელმისაწვდომ ფასად მიწოდება. 2. სხვა მიზნებისთვის წყალსარგებლობის პრიორიტეტები განისაზღვრება მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმებით. 3. საზოგადოების ინფორმირების მიზნით, სამინისტრო შეიმუშავებს საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდების მექანიზმს და 3 წელიწადში ერთხელ აქვეყნებს ანგარიშს ადამიანის მოხმარებისთვის განკუთვნილი წყლის მდგომარეობის თაობაზე. ადამიანის მოხმარებისთვის განკუთვნილი წყლის მდგომარეობის ანგარიშის შინაარსი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. 4. ადამიანის მოხმარებისთვის განკუთვნილი წყლის ხარისხი განისაზღვრება „ადამიანის მოხმარებისთვის განკუთვნილი წყლის ხარისხის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. |