Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
საინვესტიციო ფონდების შესახებ article 13 UCITS-ის და გაუთვითცნობიერებელი ინვესტორების საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის პირობები. 1. ერთობლივი საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის მიზნით ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანია საზედამხედველო ორგანოს წარუდგენს განაცხადს, რომელიც უნდა შეიცავდეს: ა) ამ კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანიის გადაწყვეტილებას; ბ) სადამფუძნებლო დოკუმენტს; გ) პროსპექტს; დ) ინვესტორთათვის განკუთვნილ საკვანძო ინფორმაციას; ე) სპეციალიზებულ დეპოზიტართან დადებული შეთანხმების შესახებ ინფორმაციას; ვ) ავტორიზაციის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს. 2. საინვესტიციო კომპანიის ავტორიზაციის მიზნით განმცხადებელი კომპანია ან განმცხადებლის მიერ დანიშნული ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანია საზედამხედველო ორგანოს წარუდგენს შემდეგ დოკუმენტებსა და ინფორმაციას: ა) ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს, რომ კომპანია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე რეგისტრირებული სააქციო საზოგადოებაა; ბ) ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ კომპანიის აქციონერთა/პარტნიორთა გადაწყვეტილებას; გ) სადამფუძნებლო დოკუმენტს (საინვესტიციო კომპანიის სადამფუძნებლო შეთანხმებას) მასში შეტანილი ცვლილებების (მათი არსებობის შემთხვევაში) გათვალისწინებით; |
საინვესტიციო ფონდების შესახებ article 13 დ) პროსპექტს; ე) ინვესტორთათვის განკუთვნილ საკვანძო ინფორმაციას; ვ) სპეციალიზებულ დეპოზიტართან დადებული შეთანხმების შესახებ ინფორმაციას; ზ) (ამოღებულია - 15.12.2023 , №3928); თ) ამ კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად მესამე პირებთან დადებული დელეგირების შესახებ შეთანხმებების (მათი არსებობის შემთხვევაში) თაობაზე ინფორმაციას; ი) კომპანიის მმართველი ორგანოს წევრების შესახებ ინფორმაციასა და დოკუმენტაციას, რომლებიც ადასტურებს მათ საკმარისად კარგ რეპუტაციასა და საკმარის გამოცდილებას; კ) დოკუმენტებს, რომლებიც ადასტურებს, რომ განმცხადებელ კომპანიას აქვს საკუთარი კაპიტალი სულ მცირე 300 000 (სამასი ათასი) ლარის ოდენობით. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია ავტორიზებული საინვესტიციო კომპანიისთვის სამართლებრივი აქტით დაადგინოს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულზე მეტი საკუთარი კაპიტალის ოდენობის განსაზღვრის წესი, საინვესტიციო კომპანიის აქტივების საერთო მოცულობის პროპორციულად; ლ) კომპანიის საქმიანობის პროგრამას, რომელიც შეიცავს ინფორმაციას იმის შესახებაც, თუ როგორ აპირებს კომპანია ამ კანონით მისთვის დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას; მ) ინფორმაციასა და დოკუმენტებს, რომლებიც ადასტურებს, რომ კომპანიას რეგისტრაციისა და მართვის ადგილი აქვს საქართველოში; |
საინვესტიციო ფონდების შესახებ article 13 ნ) კომპანიის ბოლო ფინანსური წლის აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას ან ნახევარი წლის აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას, თუ ბოლო აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების თარიღიდან ავტორიზაციის შესახებ განაცხადის წარდგენის თარიღამდე 6 თვეზე მეტია გასული. თუ ავტორიზაციის მაძიებელი საზედამხედველო ორგანოს მიმართავს დაფუძნებიდან არაუგვიანეს 6 თვისა, იგი წარადგენს მხოლოდ არააუდიტირებულ მიმდინარე ბალანსსა და შესაბამის შენიშვნებს; ო) ავტორიზაციის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს. 3. განმცხადებელი კომპანია საზედამხედველო ორგანოს არ წარუდგენს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „თ“−„ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციასა და დოკუმენტებს, თუ მას დანიშნული ჰყავს ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანია. ამ შემთხვევაში ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანია საზედამხედველო ორგანოს, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტების გარდა, წარუდგენს განმცხადებელ კომპანიასთან დადებულ აქტივების მართვის შესახებ ხელშეკრულებას. |