Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ article 30 ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი რეგულირება. 1. გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში ამ კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება ხორციელდება „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 2. ამ კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების შედეგად ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის ან ადამიანის ჯანმრთელობისათვის ან გარემოსათვის ზიანის მიყენების შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება საქმიანობის განმახორციელებელს. მას პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ზიანისათვის, რომელიც გამოწვეულია გენმოდიფიცირებული ორგანიზმის საფრთხის შემცველი მახასიათებლების ზეგავლენით. 3. პასუხისმგებლობის დაკისრება სამართალდამრღვევს არ ათავისუფლებს ამ კანონის დარღვევით მიყენებული ზიანის დადგენილი ოდენობითა და წესით ანაზღაურების ვალდებულებისაგან. 4. გენმოდიფიცირებული ორგანიზმების მავნე ზემოქმედების შედეგად გარემოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 5. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია მესამე პირის წინაშე ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად თავისი საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დააზღვიოს კერძო სადაზღვევო კომპანიაში. |
ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ article 30 6. საქმიანობის განმახორციელებელს არ დაეკისრება მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, თუ ეს ზიანი გამოწვეულია სამოქალაქო არეულობით, საომარი მდგომარეობით, ბუნებრივი მოვლენით ან სხვა ექსტრემალური შემთხვევით, რომლის თავიდან აცილება საქმიანობის განმახორციელებელს არ შეეძლო. |