FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს საჰაერო კოდექსი

article  18

საქართველოს საჰაერო სივრცის დიზაინი.
1. საქართველოს საჰაერო სივრცის ფარგლებში სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული სააერნაოსნო მომსახურების საწარმო ახორციელებს საჰაერო მოძრაობის მომსახურების ტრასების, ფრენის მინიმალური სიმაღლეების და უსაფრთხო საჰაერო მოძრაობის მომსახურებისათვის მნიშვნელოვანი სხვა ელემენტების დიზაინს, საჰაერო სივრცის ორგანიზებისა და საჰაერო მოძრაობის ნაკადების ორგანიზების გათვალისწინებით.
2. ამ მუხლისა და ამ კოდექსის მე-16 მუხლის მოთხოვნათა  გათვალისწინებით,  საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურისა და დიზაინის წესს, რომლითაც განისაზღვრება აგრეთვე საქართველოს საჰაერო სივრცის კლასიფიკაცია, შეიმუშავებს სააგენტო და ნორმატიული აქტით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
საქართველოს საჰაერო კოდექსი

article  18

მუხლი 19. ფრენის პროცედურების დიზაინის მომსახურება 1. საქართველოს საჰაერო სივრცის ფარგლებში არსებული სამოქალაქო აეროდრომებისათვის ფრენის (სახელსაწყოო ან/და ვიზუალური) პროცედურების დიზაინის მომსახურებას, რომელიც მოიცავს ფრენის პროცედურების დიზაინს, დოკუმენტირებას, გადამოწმებას, რეგულარულ გადახედვასა და განახლებას, ახორციელებს სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული სააერნაოსნო მომსახურების საწარმო ფრენის პროცედურების დიზაინის წესის შესაბამისად.
2. ნებისმიერი ფრენის პროცედურა გამოყენებამდე უნდა დაამტკიცოს სააგენტომ.
3. ფრენის პროცედურების დიზაინის წესს ნორმატიული აქტით ამტკიცებს სააგენტო. მუხლი 20. საავიაციო რუკები 1. საქართველოს სამოქალაქო საავიაციო რუკებს ადგენს, მათ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს და მათ რეგულარულად აახლებს სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული სააერნაოსნო მომსახურების საწარმო.
2. საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის ხელშემკვრელისახელმწიფოს თხოვნით, საქართველო უზრუნველყოფს საკუთარი ტერიტორიის შესახებ იმინფორმაციის ხელმისაწვდომობას, რომელიც აუცილებელია ამ კონვენციის მე-4 დანართისმოთხოვნათა შესასრულებლად.
3. საავიაციო რუკების შედგენის წესს ნორმატიული აქტით ამტკიცებს სააგენტო. საქართველოს 2017 წლის 22 დეკემბრის კანონი №1818 - ვებგვერდი, 11.01.2018წ.