FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

ბავშვის უფლებათა კოდექსი

article  54

შრომის საზიანო ფორმებისგან ბავშვის დაცვა.
1. ბავშვს უფლება აქვს, დაცული იყოს ისეთი სამუშაოს შესრულებისგან, რომელიც მას ხელს უშლის განათლების მიღებაში ან საზიანოა მისი ჯანმრთელობისთვის ან ფიზიკური, გონებრივი, მორალური, ემოციური და სოციალური განვითარებისთვის. # # # # 2. ბავშვისთვის საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე ან საშიშპირობებიანი სამუშაოს შესრულებისგან თითოეული ბავშვის დასაცავად სახელმწიფო იღებს შესაბამის ადმინისტრაციულ, სოციალურ და საგანმანათლებლო ზომებს, მათ შორის:
    ა) განსაზღვრავს ბავშვისთვის საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე ან საშიშპირობებიანი სამუშაოს კონკრეტული ფორმებისა და პირობების ჩამონათვალს, რომელიც ექვემდებარება პერიოდულ განახლებას;
    ბ) ადგენს ბავშვისთვის საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე ან საშიშპირობებიანი სამუშაოს ფორმებისა და ადგილების იდენტიფიცირების წესს, განსახორციელებელ ღონისძიებებს და პასუხისმგებელ უწყებას;
    გ) ადგენს ბავშვის დასაქმების მინიმალურ ასაკს, სამუშაო საათებს და სამუშაო პირობების სავალდებულო სტანდარტებს;
    დ) ადგენს შრომის ინსპექტირების უფლებამოსილების მქონე უწყებას, რომელსაც შეუძლია მიმართოს ბავშვმა მისი უფლებების დარღვევის შემთხვევაში.