Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ article 63 შვილად აყვანის სამართლებრივი შედეგები. 1. შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნაშვილები კარგავს ქონებრივ და პირად არაქონებრივ უფლებებს და თავისუფლდება მოვალეობებისგან თავისი ბიოლოგიური მშობლისა (ბიოლოგიური მშობლებისა) და წარმოშობით ნათესავების მიმართ. 2. შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მეუღლეების მიერ ბავშვის შვილად აყვანისას ან ერთ-ერთი მეუღლის მიერ მეორე მეუღლის შვილის შვილად აყვანისას ნაშვილები იძენს მეუღლეთა ქორწინების საერთო შვილის სამართლებრივ მდგომარეობას საქართველოს სამოქალაქო კოდექსით მშობლისა და შვილისთვის დადგენილი უფლებებისა და მოვალეობების შესაბამისად. 3. ნაშვილები და მისი შთამომავლობა მშვილებლისა და მის ნათესავთა მიმართ ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებებითა და მოვალეობებით უთანაბრდებიან შთამომავლობით ნათესავებს, ხოლო მშვილებელი და მისი ნათესავები – ნაშვილებსა და მის შთამომავლობას. 4. საერთაშორისო შვილად აყვანის შემთხვევაში, როდესაც წარმოშობის სახელმწიფოში განხორციელებული შვილად აყვანის შედეგი არ არის ბავშვსა და მის ბიოლოგიურ მშობლებს შორის ბავშვის გაშვილებამდე არსებული სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტა, შვილად აყვანა შეიძლება ჩაითვალოს ზემოაღნიშნული შედეგის მქონედ, თუ: |
შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ article 63 ა) საქართველოს სასამართლომ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება; ბ) ბავშვის ყველა კანონიერმა წარმომადგენელმა განაცხადა თანხმობა მის გაშვილებასა და ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი ურთიერთობების წარმოშობაზე. 5. საქართველოში მუდმივად მცხოვრები ბავშვის უცხო ქვეყანაში შვილად აყვანის შემთხვევაში იგი თავის ბიოლოგიურ მშობლებთან (ბიოლოგიურ მშობელთან) სამართლებრივ ურთიერთობას წყვეტს. |